Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ article 17 ქარსაფარი ზოლის მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები. ქარსაფარი ზოლის მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებებია: ა) ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა; ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის აღდგენა, გაშენება, მოვლა, დაცვა და მასზე ზედამხედველობა; გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის სამეურნეო მიზნით გამოყენებისთვის დაინტერესებული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემა; დ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ე) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მართვის გეგმის დამტკიცება; ვ) ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელებაში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის ხელშეწყობა; ზ) ქარსაფარი ზოლის სარგებლიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. |