Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 59 გადახდისუუნარობის მასა. 1. გადახდისუუნარობის მასა მოიცავს მოვალის მთელ ქონებას, რომელიც მას ეკუთვნის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისთვის, ამ მომენტიდან შეძენილ/მიღებულ/წარმოებულ ქონებას, მათ შორის, გადაცემად ლიცენზიებსა და ნებართვებს, აგრეთვე ამ კანონის VIII თავის შესაბამისად მოვალისთვის დაბრუნებულ ქონებას როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლების გარეთ. 2. პირობადებული საკუთრების ობიექტი ან ლიზინგის საგანი, რომლის შესყიდვის უფლებაც აქვს მოვალეს, გადახდისუუნარობის მასაში არ შედის. მმართველის/ზედამხედველის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ქონება შეიძლება დარჩეს მოვალის მფლობელობასა და სარგებლობაში, თუ ეს აუცილებელია რეაბილიტაციის ან გაკოტრების მიზნებისთვის, იმ პირობით, რომ მესაკუთრის ან ლიზინგის გამცემის საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება უზრუნველყოფილი იქნება გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ან სხვა ქონებით. |
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 59 3. რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებულ ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების დაუდგენლობის შემთხვევაში მმართველი/ზედამხედველი მიმართავს სასამართლოს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ამ ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების აღიარების/დადასტურების მოთხოვნით. სასამართლოს განჩინება ან ადმინისტრაციული ორგანოს აქტი მოვალის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია. 4. გადახდისუუნარობის მასაში არ შედის ქონება, რომელიც, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აღსრულებას არ ექვემდებარება. |