Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 7
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 35 საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია. 1.უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიამ მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს თავმჯდომარეს არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა. 1-1. პარტიას, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დროისათვის ჰყავს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი ან/და უმაღლესი საბჭოს წევრი, განცხადებას უნდა დაურთოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 35 2. განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, უსკოსათვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით, და საქართველოს პარლამენტში ან/და უმაღლეს საბჭოში წარმომადგენლის ყოლის დამადასტურებელი საბუთი (ასეთი წარმომადგენლის ყოლის შემთხვევაში). პარტიის რეგისტრაციის მომენტისათვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების ნამდვილობის გადამოწმების/დადასტურების მიზნით, ეს სააგენტო უსკოს უზრუნველყოფს ელექტრონული მონაცემების ბაზებზე წვდომის და გადამოწმების შესაძლებლობით. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 35 3. იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები და თუ პარტია რეგისტრირებულია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის) მას დამატებით პარტიის რეგისტრაციის ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან არ მოეთხოვება. ამ შემთხვევაში განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს თავმჯდომარის მიერ პარტიის რეგისტრაციაში გატარების დამადასტურებელი დამოწმებული დოკუმენტი (შესაბამისი სამართლებრივი აქტი). 4. განცხადებაში უნდა აღინიშნოს: ა) სახელი, რომელიც მიეთითება საარჩევნო ბიულეტენში. ეს სახელი უნდა შეესატყვისებოდეს პარტიის წესდებაში აღნიშნულ სახელწოდებას ან/და მის შემოკლებულ დასახელებას. ამასთანავე, განცხადებაში პარტიის სახელი შეიძლება აღინიშნოს ისე, რომ პარტიის წესდებაში აღნიშნული სახელწოდებიდან ან/და მისი შემოკლებული დასახელებიდან ამოღებულ იქნეს ცალკეული სიტყვები, აბრევიატურები ან/და სასვენი ნიშნები სხვა სიტყვების, აბრევიატურების ან/და სასვენი ნიშნების დამატების გარეშე. სახელი, რომლითაც პარტია დარეგისტრირდა, საარჩევნო ბიულეტენში უცვლელად მიეთითება; |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 35 ბ) ხელმძღვანელი პირის/პირების გვარი, სახელი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ხელმოწერის ნიმუში; გ) წარმომადგენლის/წარმომადგენლების გვარი, სახელი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი; დ) რამდენიმე ხელმძღვანელი პირის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სახელწოდება და მისი შემოკლებული დასახელება არ უნდა ემთხვეოდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პოლიტიკური პარტიის ოფიციალურ სახელწოდებას და მის შემოკლებულ ფორმას (თუ ისინი ერთმანეთს ემთხვევა, პოლიტიკურ პარტიას არა აქვს აღნიშნული სახელწოდებისა და მისი შემოკლებული დასახელების გამოყენების უფლება). 6. უსკოს სათანადო სამსახური ამოწმებს განცხადებას და თანდართულ საბუთებს და კომისიაში განცხადების შეტანიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს უსკოს თავმჯდომარეს. 7. დასკვნის წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა უსკოს თავმჯდომარე: |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 35 ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადებისა და თანდართული საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა და მას ეძლევა 3 დღე განცხადებისა და საბუთების სრულყოფისათვის; გ) ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესწორებული განცხადებებისა და საბუთების შემოწმება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტა ხდება მათი წარდგენიდან 2 დღეში. თუ შესწორებული განცხადება და საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, უსკოს თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 35 8. პარტია რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის 1-1 და მე-3 პუნქტებით დადგენილ პირობას, ვალდებულია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა უსკოს წარუდგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული აქტიური საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა არანაკლებ 3000 მხარდამჭერის ხელმოწერა. პარტიას მხარდამჭერთა სიის ბლანკები უნდა გადაეცეს უსკოს შესაბამისი სამსახურის მიერ, კომისიაში განცხადების წარდგენისთანავე. 9. პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით: ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე; ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში; გ) (ამოღებულია - 08.08.2020, №134); დ) (ამოღებულია - 08.08.2020, №134); ე) თუ მან არ წარადგინა პარტიული სია ან წარდგენილი პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდა; ვ) თუ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა მის პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონით დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის 26 აგვისტოს კანონი №169 -უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 31.08.2016წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 24 ივლისის კანონი №124-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 30.07.2020წ. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 35 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 8 აგვისტოს კანონი №134 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 12.08.2020წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის 19 ივლისის კანონი №96-რს - ვებგვერდი, 19.07.2024წ. |