Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
თავდაცვის კოდექსი article 59 სპეციალური სამხედრო აღრიცხვა. 1. სპეციალურ სამხედრო აღრიცხვაზე აიყვანება სამხედრო მოსამსახურე ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი. იგი იხსნება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან ან/და რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვიდან. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირის სპეციალურ სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს ის უწყება, რომელშიც იგი სამსახურს გადის. 3. სამხედრო მოსამსახურის ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში შესაბამისი უწყება ვალდებულია მისი გათავისუფლებიდან 2 კვირის ვადაში ამ პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო თუ პირს რეგისტრაციის ადგილი არ აქვს − ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მის შესაბამის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს გაუგზავნოს დოკუმენტი ამ სამხედრო მოსამსახურის ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. |