FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

article  83

ტიპის დამტკიცების ნიშანი.
1. ტიპის დამტკიცების შემდეგ მწარმოებელი ან იმპორტიორი ვალდებულია ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი დაიტანოს დაკანონებულ გაზომვის საშუალებაზე ან თანდართულ დოკუმენტზე.
2. თუ გაზომვის საშუალება არ საჭიროებს ტიპის დამტკიცებას, მწარმოებელს ან იმპორტიორს, საკუთარი პასუხისმგებლობით, შეუძლია საკუთარი ნიშანი დაიტანოს გაზომვის საშუალებაზე. ამ შემთხვევაში ასეთი ნიშანი მკაფიოდ უნდა განსხვავდებოდეს ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნისაგან.
3. ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი დატანილი უნდა იქნეს დაკანონებული გაზომვის საშუალების გამოსაჩენ ადგილას. ტიპის დამტკიცების ნიშანი მკაფიო უნდა იყოს და არ უნდა იშლებოდეს.
4. ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი და მის დატან ასთან დაკავშირებული მოთხოვნები დგინდება ტექნიკური რეგლამენტით.