Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 210 სახმელეთო სატრანსპორტო საშუალების ან სპეციალური კონტეინერის ავზში არსებული საწვავისა და სატრანსპორტო საშუალებაში არსებული საპოხი საშუალების შემოტანა. 1. ამ მუხლის მე-2−მე-7 ნაწილების გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება შემდეგი საქონლის შემოტანა: ა) საწვავი, რომელიც განთავსებულია: ა.ა) კერძო სატრანსპორტო საშუალების ან სამეწარმეო სატრანსპორტო საშუალების (მათ შორის, მოტოციკლის) სტანდარტულ ავზში; ა.ბ) სპეციალური კონტეინერის სტანდარტულ ავზში; ბ) პორტატიულ ავზში განთავსებული საწვავი, რომელიც შემოიტანება კერძო სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, მოტოციკლით), − თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე არაუმეტეს 10 ლიტრი საწვავისა, საწვავის შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების გათვალისწინებით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისთვის: ა) „სამეწარმეო სატრანსპორტო საშუალება“ არის: ა.ა) ნებისმიერი ძრავიანი საგზაო სატრანსპორტო საშუალება (მათ შორის, ტრაქტორი მისაბმელით ან მისაბმელის გარეშე), რომელიც ისეა შექმნილი, რომ, მისი კონსტრუქციის ტიპიდან და აღჭურვილობიდან გამომდინარე, შეუძლია ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე გადაიყვანოს 9 კაცზე მეტი (მძღოლის ჩათვლით) ან გადაზიდოს საქონელი; ა.ბ) ამ ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ნებისმიერი სპეციალური დანიშნულების საგზაო სატრანსპორტო საშუალება; |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 210 ბ) „კერძო სატრანსპორტო საშუალება“ არის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებისა; გ) „სტანდარტული ავზი“ არის: გ.ა) ავზი, რომელიც დამამზადებლის მიერ დამონტაჟებულია მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე და იძლევა შესაძლებლობას საწვავის უწყვეტი მიწოდებისა როგორც გამწევი ძალის შესაქმნელად, ისე ტრანსპორტირებისას საჭიროების შემთხვევაში სამაცივრე ან მსგავსი სისტემის ფუნქციონირებისთვის; გ.ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული აირის ავზი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, მასში განთავსებული აირი გამოყენებულ იქნეს საწვავად, ან სატრანსპორტო საშუალების იმ სისტემაზე დამონტაჟებული ავზი, რომლითაც ეს სატრანსპორტო საშუალებაა აღჭურვილი; გ.გ) ავზი, რომელიც დამამზადებლის მიერ დამონტაჟებულია მოცემული ტიპის ყველა კონტეინერზე და იძლევა შესაძლებლობას ტრანსპორტირებისას საწვავის უწყვეტი მიწოდებისა იმ სამაცივრე ან მსგავსი სისტემის ფუნქციონირებისთვის, რომლითაც სპეციალური კონტეინერია აღჭურვილი; დ) „სპეციალური კონტეინერი“ არის კონტეინერი, რომელზედაც სამაცივრე, ჟანგბადის, თბოიზოლაციის ან სხვა სისტემისთვის განკუთვნილი სპეციალური აპარატურაა დამონტაჟებული. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 210 3. საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, შეზღუდოს სამეწარმეო სატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში ან სპეციალურ კონტეინერში არსებულ საწვავზე ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება − თითო სატრანსპორტო საშუალებაზე, სპეციალურ კონტეინერზე ან მგზავრობაზე 200 ლიტრის ოდენობით. 4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება შემცირდეს ამ მუხლის შესაბამისად საბაჟო ვალდებულებისგან გათავისუფლებული საწვავის ოდენობა: ა) იმ სამეწარმეო სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში, რომლითაც ქვეყნის სასაზღვრო ზონაში მცხოვრები პირი ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვას სასაზღვრო ზონაში არაუმეტეს 25 კილომეტრის სიღრმეზე; ბ) იმ კერძო სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში, რომელიც ქვეყნის სასაზღვრო ზონაში მცხოვრებ პირს ეკუთვნის; გ) კონკრეტული საბაჟო გამშვები პუნქტიდან შემოსული სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნისთვის „სასაზღვრო ზონა“ არის ქვეყნის საზღვრიდან არაუმეტეს 15 კილომეტრის სიღრმეზე მდებარე ზონა, თუ შესაბამისი საერთაშორისო კონვენციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 210 6. არ შეიძლება ამ მუხლის პირველი−მე-5 ნაწილების შესაბამისად შეღავათით შემოტანილი საწვავის გამოყენება სხვა სატრანსპორტო საშუალებისთვის, გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლითაც იგი იქნა შემოტანილი, აგრეთვე ამ საწვავის აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებიდან ამოღება და შენახვა, გარდა სატრანსპორტო საშუალებისთვის აუცილებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემთხვევისა. ასევე აკრძალულია შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ საწვავის სხვა პირისთვის სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა. 7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი−მე-5 ნაწილების შესაბამისად შეღავათით შემოტანილი საწვავი ექვემდებარება იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით დაბეგვრას, რომელიც მოქმედებს აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე. 8. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებაში არსებულ საპოხ საშუალებაზე, რომელიც მოცემული ტრანსპორტირების პერიოდში მისი ნორმალური ექსპლუატაციისთვისაა საჭირო. |