Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 16 უცხო სახელმწიფოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურების ეფექტი საქართველოში მიმდინარე სისხლისსამართლებრივ პროცედურებზე. 1. საქართველოში ექსტრადირებას დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოში დაპატიმრების შემთხვევაში საქართველოში მისი პატიმრობის ვადა აითვლება საქართველოს შესაბამისი ორგანოებისთვის მისი ფაქტობრივად გადმოცემის მომენტიდან. საქართველოში ექსტრადირებას დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირების მიზნით პატიმრობის ვადა ჩაითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის საერთო ვადაში. 2. დაუშვებელია საქართველოში ექსტრადირებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება ან პირის მსჯავრდება მის გადმოცემამდე რაიმე სხვა დანაშაულის ჩადენისთვის, გარდა იმ დანაშაულისა, რომლის ჩადენისთვისაც იგი საქართველოში იქნა ექსტრადირებული (სპეციალობის წესი). 3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) სახელმწიფო, რომელმაც განახორციელა პირის საქართველოში ექსტრადირება, ამაზე თანახმაა; ბ) ექსტრადირებულმა პირმა, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა, დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია, არ დატოვა იგი მისი საბოლოო გათავისუფლებიდან 45 დღის განმავლობაში, ან ხელახლა დაბრუნდა საქართველოში მისი ტერიტორიის დატოვების შემდეგ; |
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 16 გ) პირის საქართველოში ექსტრადირება გამარტივებული პროცედურის გამოყენებით განხორციელდა და ამ პირმა უარი განაცხადა მის მიმართ სპეციალობის წესის გამოყენებაზე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხო სახელმწიფოსგან თანხმობის გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობას უნდა დაერთოს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით გათვალისწინებული დოკუმენტები და უნდა შეიცავდეს ამ კანონის მე-15 მუხლში აღნიშნულ ინფორმაციას. 5. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება, თუკი ექსტრადიციის შემდეგ მიმდინარე სამართალწარმოების დროს შეიცვალა პირის მიერ ჩადენილი ქმედების სამართლებრივი შეფასება (კვალიფიკაცია), მაგრამ უცვლელი დარჩა ჩადენილი დანაშაულის აღწერილობა და მისი ძირითადი შემადგენელი ელემენტები, და ახალი დანაშაული ექვემდებარება ექსტრადიციას. |