Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
შრომის ინსპექციის შესახებ article 9 მრჩეველთა საბჭო. 1. მრჩეველთა საბჭო არის მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებული საკონსულტაციო ორგანო, რომელიც შრომის ინსპექციის სამსახურისთვის შეიმუშავებს რეკომენდაციებს შრომის ინსპექციის სამსახურის სტრატეგიის, ფუნქციონირებისა და საქმიანობის შესახებ. 2. მრჩეველთა საბჭო შედგება 7 წევრისგან. მრჩეველთა საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს. მრჩეველთა საბჭოს წევრად ერთი და იგივე პირი შეიძლება დასახელდეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 3. მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან: ა) სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მხარის − დასაქმებულთა გაერთიანებების ყველა წევრისგან დასახელებული 2 წარმომადგენელი; ბ) სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მხარის − დამსაქმებელთა გაერთიანებების ყველა წევრისგან დასახელებული 2 წარმომადგენელი; გ) საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 1 წევრი; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 1 წევრი; დ) საქართველოს სახალხო დამცველის 1 წარმომადგენელი. 4. მრჩეველთა საბჭო შეიმუშავებს და ხმათა უბრალო უმრავლესობით ამტკიცებს მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის წესს. |