Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ article 91 აუდიტის კომიტეტი. 1. ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში იქმნება აუდიტის კომიტეტი, რომელმაც უნდა გააკონტროლოს ემიტენტის ფინანსური ანგარიშგების უტყუარობა, უზრუნველყოს შიდა კონტროლის სისტემის ეფექტიანობა და შიდა აუდიტის (ასეთი აუდიტის არსებობის შემთხვევაში) დამოუკიდებლობა, წარმართოს აუდიტორთან ურთიერთობა. აუდიტის კომიტეტი შედგება სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და სულ მცირე 1 დამოუკიდებელი წევრისგან. აუდიტის კომიტეტს ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს ის წევრი, რომელიც არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამოუკიდებელი წევრი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით, აგრეთვე საინვესტიციო ფონდებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით. 3. ანგარიშვალდებული საწარმოს აუდიტის კომიტეტი უნდა აკმაყოფილებდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მოთხოვნებს. |