Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 47 შემსრულებლის უფლებები. 1. შემსრულებელს თავის შესრულებაზე აქვს შემდეგი პირადი და ქონებრივი უფლებები: ა) სახელის უფლება; ბ) უფლება, დაიცვას შესრულება ყოველგვარი დამახინჯებისაგან ან სხვაგვარი ხელყოფისაგან, რომელმაც შეიძლება შელახოს შემსრულებლის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია (რეპუტაციის პატივისცემის უფლება); გ) უფლება, გამოიყენოს შესრულება ნებისმიერი ფორმით, შესრულების ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ჰონორარის მიღების უფლების ჩათვლით. 2. შესრულების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს: ა) იმ შესრულების ჩაწერა, რომელიც ადრე არ იყო ჩაწერილი; ბ) ფონოგრამაზე ჩაწერილი შესრულების პირდაპირი ან არაპირდაპირი რეპროდუცირება; გ) შესრულების გადაცემა ეთერში ან კაბელით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება შემსრულებლის თანხმობით ადრე ჩაწერილი ან ეთერში ადრე გადაცემული შესრულების გადაცემა; დ) შესრულების ჩანაწერის გადაცემა ეთერში ან კაბელით, თუ თავდაპირველად ამ შესრულების ჩაწერა არ მომხდარა მოგების მიღების მიზნით; ე) ფონოგრამაზე ჩაწერილი შესრულების ორიგინალის ან ასლების გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; ვ) ფონოგრამაზე ჩაწერილი შესრულების ორიგინალის ან ასლების გავრცელება – გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; |
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 47 ზ) ფონოგრამაზე ჩაწერილი შესრულების გადაცემა სადენებით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს პირისათვის, მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა გაიცემა შემსრულებლის მიერ, ხოლო შემსრულებელთა კოლექტივის შესრულებაზე ნებართვა – ასეთი კოლექტივის ხელმძღვანელის მიერ, მოსარგებლესთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე. 4. შემსრულებელსა და მაუწყებლობის ორგანიზაციას შორის ხელშეკრულების დადება შესრულების ეთერში ან კაბელით გადაცემის თაობაზე იწვევს შემსრულებლის მიერ შესრულების ჩაწერის, მისი შემდგომი გადაცემისა და ჩანაწერის რეპროდუცირების უფლების გადაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთი გამოყენების შემთხვევაში შესრულებისათვის გადასახდელი ჰონორარის ოდენობა განისაზღვრება აღნიშნული ხელშეკრულებით. |
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 47 5. შემსრულებელსა და აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებელს შორის ხელშეკრულების დადება აუდიოვიზუალური ნაწარმოების შექმნის თაობაზე იწვევს შემსრულებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებათა გადაცემას, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შემსრულებლის მიერ ასეთი უფლებების გადაცემა შემოიფარგლება აუდიოვიზუალური ნაწარმოების გამოყენებით და, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არ შეიცავს აუდიოვიზუალურ ნაწარმოებში დაფიქსირებული ხმისა და გამოსახულების ცალ-ცალკე გამოყენების უფლებას. 6. საქართველოში შემსრულებლის მიერ ან მისი თანხმობით ფონოგრამის ასლების პირველი გაყიდვით ამოიწურება საქართველოს ფარგლებში შემსრულებლის უფლება მის შემდგომ გავრცელებაზე. 7. იმ შესრულებაზე, რომელიც შემსრულებლის მიერ შექმნილია სამსახურებრივი მოვალეობის ან დამსაქმებლის დავალების შესრულების წესით, შემსრულებელს ეკუთვნის სახელის უფლება. ასეთი შესრულების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ეკუთვნის პირს, რომელთანაც შემსრულებელს აქვს შრომითი ურთიერთობა, თუ მათ შორის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 8. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემსრულებლის განსაკუთრებული უფლებები შეიძლება ხელშეკრულებით გადაეცეს სხვა პირს. |