Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ article 18 სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღება და გამოყენება. 1. შესწავლის ორგანოს მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე საქართველოს მთავრობა შემოიღებს სპეციალურ ანტიდემპინგურ ტარიფს იმ შესწავლის ობიექტზე, რომელიც ადგილობრივ ინდუსტრიას ზიანს აყენებს. 2. საქართველოს მთავრობა პირის მიერ ექსპორტირებულ ან/და წარმოებულ პროდუქტზე სპეციალურ ანტიდემპინგურ ტარიფს ინდივიდუალურად, არადისკრიმინაციულობის საფუძველზე შემოიღებს. 3. შესწავლის ორგანო ადგენს, არის თუ არა დემპინგურ ზღვარზე დაბალი ტარიფი (სატარიფო განაკვეთი) საკმარისი ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად. თუ შესწავლის ორგანო დაადგენს, რომ დემპინგურ ზღვარზე დაბალი ტარიფი (სატარიფო განაკვეთი) საკმარისია ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად, სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი ამ ტარიფს (სატარიფო განაკვეთს) არ უნდა აღემატებოდეს. 4. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილობრივი ინდუსტრიის ინტერესებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნეს საზოგადოებრივი ინტერესები. 5. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ადმინისტრირებას ახორციელებს შემოსავლების სამსახური საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. |