Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ article 28 1. სააგენტოს შეუძლია შერჩევით შეამოწმოს დაწესებულების საქმიანობა წელიწადში ერთხელ. 2. სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელის ბრძანება წარმოადგენს ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს. სააგენტო შემოწმების დროს ვალდებულია სამედიცინო დაწესებულებას წარუდგინოს აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 3. სააგენტოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შემოწმების განსახორციელებლად შესაძლებელია მოწვეულ იქნეს შესაბამისი სპეციალისტი. 4. სააგენტო ვალდებულია შემოწმების დასრულების შემდეგ შეადგინოს შემოწმების აქტი. 5. დარღვევის გათვალისწინებით სააგენტო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება იმავე ან სხვა დაწესებულების მიერ განმეორებითი შემოწმების ჩატარების შესახებ. 6. სააგენტო დასაბუთებული ეჭვის არსებობისას უფლებამოსილია, სასამართლოს წინაშე დააყენოს საკითხი დაწესებულების მიერ არასწორად გაცემული საექსპერტო დასკვნის გაუქმების შესახებ. 7. სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე ჩერდება საექსპერტო დასკვნის მოქმედება. 8. სააგენტო უფლებამოსილი ორგანოს წინაშე აყენებს დაწესებულების წევრთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხს. |