FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  213

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადება და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა.
1. პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, თუ:
    ა) არ შესრულდა სამეურვეო საბჭოს მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მის მოთხოვნათა გათვალისწინებით განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტები და საბჭომ არ განახორციელა ქმედითი ღონისძიებები მათ შესასრულებლად;
    ბ) არ შესრულდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული ბიუჯეტი და საბჭომ არ განახორციელა ქმედითი ღონისძიებები მის შესასრულებლად.
2. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უნდობლობის საკითხის დასმის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედი. პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის მხარდაჭერის არარსებობის შემთხვევაში უნდობლობის საკითხის მომდევნო 1 წლის განმავლობაში დასმა დაუშვებელია.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  213

3. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის დასმის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს იმ შემთხვევაში, თუ სამეურვეო საბჭოს წევრი დაარღვევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ინტერესთა კონფლიქტის ნორმებს, ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ განახორციელებს სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილებას ან 1 კალენდარული წლის განმავლობაში 3 თვეზე მეტი ხნით არ ან ვერ განახორციელებს სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილებას.
4. პარლამენტის დადგენილებით, რომელიც მიიღება პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. პარლამენტის დადგენილებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება აგრეთვე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  213

5. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მოთხოვნის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ ეს ვადა დაემთხვა პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს – მომდევნო სესიის დაწყებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.
6. ერთი და იმავე ფაქტის საფუძველზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განმეორებით დასმა დაუშვებელია.
7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ცნობად იღებს.