Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ამნისტიის შესახებ article 10 1. ამ კანონის მე-3, მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ დაზარალებული ფიზიკური პირი გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, ამ მუხლებში აღნიშნულ პირზე ამნისტია გავრცელდება, თუკი ამაზე თანხმობას ამ კანონით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი), ხოლო თუ დაზარალებულ ფიზიკურ პირს ოჯახის ასეთი წევრი არ ჰყავს ან დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ასეთი წევრი ვერ იძებნება, აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება. 2. ობიექტური ხელშემშლელი მიზეზის არსებობისას, მათ შორის, დაზარალებულის ქვეყნის ფარგლების გარეთ ყოფნის შემთხვევაში, მისი თანხმობა შეიძლება წარდგენილ იქნეს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის ფორმით. 3. თუ დაზარალებული იურიდიული პირი რეორგანიზებულია, ამ კანონის მე-3, მე-6 და მე-7 მუხლებში აღნიშნულ პირზე ამნისტია გავრცელდება, თუკი ამაზე თანხმობას ამ კანონით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებული იურიდიული პირის სამართალმემკვიდრე (უფლებამონაცვლე) იურიდიული პირი, ხოლო თუ დაზარალებული იურიდიული პირი ლიკვიდირებულია, აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება. |