FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  132

ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კომპეტენციები.
1. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფა არის სამინისტროს კომპეტენცია ამ თავითა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.
2. სამინისტრო:
    ა) შეიმუშავებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში საგანგებო მდგომარეობისას მოქმედების სტრატეგიას;
    ბ) უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის დამუშავება-დახვეწას;
    გ) აზუსტებს საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალს;
    დ) ამტკიცებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების წესებს, რომლებიც არეგულირებს ენერგეტიკული საწარმოების, ბაზრის მონაწილეების, სისტემით მოსარგებლეებისა და მომხმარებლების ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების მინიმალური დონისა და სტანდარტის მიღწევის პროცესში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმები უმეტესად უნდა ეფუძნებოდეს საბაზრო მექანიზმებს და ითვალისწინებდეს აღნიშნული მექანიზმების ეკონომიკურ გავლენას, ეფექტიანობას და ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირებაზე, გარემოსა და მომხმარებელზე ზემოქმედებას. ნორმებმა არ უნდა დააკისროს ენერგეტიკულ საწარმოებს გაუმართლებელი ტვირთი და არ უნდა იქონიოს უარყოფითი გავლენა ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირებაზე.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  132

4. კომისია და სხვა სახელმწიფო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობენ მიწოდების უსაფრთხოებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.