Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 72 დროებითი დაცვის მქონე პირის მოვალეობებ. დროებითი დაცვის მქონე პირი ვალდებულია: ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, პატივი სცეს ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებსა და ჩვეულებებს; ბ) შესაბამისი გარემოების წარმოშობიდან 3 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ან სასამართლოს წერილობით აცნობოს მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის ცვლილების, აგრეთვე სამართლებრივი ან სამოქალაქო მდგომარეობის შეცვლის შესახებ; გ) ითანამშრომლოს უფლებამოსილ თანამდებობის პირთან; დ) გადაიღოს ფოტოსურათი, აიღოს თითების ანაბეჭდები და ხელისგულების ანაბეჭდები და უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის შემთხვევაში ჩაიტაროს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევა; ე) ბინადრობის მოწმობის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა მიმართოს სამინისტროს შესაბამისი ცნობის გაცემის მოთხოვნით და მის საფუძველზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან მოითხოვოს ახალი ბინადრობის მოწმობის გაცემა, ხოლო მისი დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს სამინისტროს შესაბამისი ცნობის გაცემის მოთხოვნით და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან მოითხოვოს ახალი ბინადრობის მოწმობა. |