FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

პოლიციის შესახებ

article  42

პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანა.
1. პოლიციელი ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და არაუმეტეს 4 თვის ვადით აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში:
    ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე;
    ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება;
    გ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის ან მათი სტრუქტურული ერთეულების ლიკვიდაციის დროს.
2. კადრების განკარგულებაში აყვანილ პოლიციელს ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება.
3. კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურე კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.