Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ელექტრონული კომერციის შესახებ article 9 შეკვეთა. 1. თუ მომსახურების მიმღები შეკვეთას ელექტრონული საშუალებებით განათავსებს, მომსახურების მიმწოდებელმა მისი მიღება ასევე ელექტრონული საშუალებებით, დაუყოვნებლივ უნდა დაადასტუროს. 2. შეკვეთა ან შეკვეთის მიღების დადასტურება მიღებულად მიიჩნევა, თუ იგი მიმღები მხარისთვის ფაქტობრივად ხელმისაწვდომია. 3. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია შეკვეთის საბოლოოდ განთავსებამდე უზრუნველყოს მომსახურების მიმღები შესაბამისი, შეცდომის იდენტიფიცირებისა და გამოსწორებისთვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით. 4. მხარეებს, კერძოდ, მომსახურების მიმწოდებელსა და მომსახურების მიმღებს, თუ ის არ არის ამ კანონის მე-2 მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, უფლება აქვთ, შეთანხმდნენ ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების მოთხოვნებით დადგენილისგან განსხვავებულ წესზე. 5. ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ელექტრონული ფოსტით ან სხვა, მსგავსი, ინდივიდუალური საკომუნიკაციო საშუალებით დადებულ ხელშეკრულებაზე. |