Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 84 დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმება. 1. დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმება მოიცავს გარეგან დათვალიერებას, მეტროლოგიური მახასიათებლების დადგენას, დამტკიცებულ ტიპთან მისი შესაბამისობის შეფასებასა და დადასტურებას. 2. დაკანონებული გაზომვის საშუალების პერიოდული დამოწმება ტარდება პირველადი დამოწმების შემდეგ, ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პერიოდულობით. 3. თუ სააგენტო ან აკრედიტებული პირი დამოწმებას ატარებს თავისი სამუშაო ადგილის გარეთ, ის უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს გაზომვის საშუალების დამოწმების ჩასატარებლად აუცილებელი პირობების უზრუნველყოფა. 4. დამოწმების დადებითი შედეგების შემთხვევაში გაიცემა დამოწმების მოწმობა ან/და დაკანონებულ გაზომვის საშუალებაზე დაიტანება დამოწმების ნიშანი. დაკანონებულ გაზომვის საშუალებაზე დამოწმების ნიშნის დატანასთან დაკავშირებული მოთხოვნები დგინდება ტექნიკური რეგლამენტით. 5. დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმების მოქმედების ვადის ათვლა იწყება დამოწმების თარიღიდან, რომელიც მითითებული უნდა იყოს დამოწმების მოწმობაში. 6. დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმება უქმდება, თუ: ა) დამოწმების მოქმედების ვადა გავიდა; ბ) გაზომვის საშუალებამ განიცადა ისეთი ცვლილება ან მოდიფიკაცია, რომელიც გავლენას ახდენს მის მეტროლოგიურ მახასიათებლებზე; |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 84 გ) გაზომვის საშუალება ისე დაზიანდა, რომ შესაძლებელი გახდა მისი მეტროლოგიური მახასიათებლის შეცვლა. 7. დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმების პროცედურები დგინდება ტექნიკური რეგლამენტით. |