FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ

article  5

მოსაკრებლის სახეები.
1. შემოღების წესის მიხედვით მოსაკრებლები არის საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი.
2. საერთო-სახელმწიფოებრივი მოსაკრებლებია:
    ა) (ამოღებულია) ;
    ბ) სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლები (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ადგილობრივი მოსაკრებლებისა);
    გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოსაკრებელი;
    დ) სარეგისტრაციო მოსაკრებელი;
    ე) სახელმწიფო საექსპერტიზო მოსაკრებელი;
    ვ) სახელმწიფო ბაჟი;
    ზ) საკონსულო მოსაკრებელი;
    თ) (ამოღებულია );
    ი) (ამოღებულია) ;
    კ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი;
    ლ) (ამოღებულია) ;
    მ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი; მ-1) გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოსაკრებელი;
    ნ) საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი;
    ო) (ამოღებულია);
    პ) საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის მოსაკრებელი;
    ჟ) ლატარიის მოწყობისთვის დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი;
    რ) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის მოსაკრებელი.
3. ადგილობრივი მოსაკრებლებია:
    ა) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი;
    ბ) (ამოღებულია);
    გ) (ამოღებულია) ;
    დ) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი;
მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ

article  5

ე) სათამაშო ბიზნესის (გარდა ლატარიის მოწყობისთვის დადგენილისა) მოსაკრებელი;
    ვ) (ამოღებულია - 20.07.2018, №2319);
    ზ) კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებელი;
    თ) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სა ნებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი;
    ი) (ამოღებულია - 20.07.2018, №2319);
    კ) საკონტეინერო მოსაკრებელი.
4. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სარეგისტრაციო და სახელმწიფოს საექსპერტიზო მოსაკრებლები არ ვრცელდება:
    ა) „საქპატენტის“ მიერ სამრეწველო საკუთრების დასაცავად გაწეულ საქმიანობაზე;
    ბ) „საქჯიშცენტრის“ მიერ მცენარეთა ჯიშებზე სელექციონერთა უფლებების დასაცავად გაწეულ საქმიანობაზე.