Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 71 ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვა. 1. დაუშვებელია, რაიმე ფორმით, მათ შორის, მედიის საშუალებით, საჯარო გახდეს ადმინისტრაციულ წარმოებაში ან სასამართლო პროცესში მონაწილე ბავშვის პერსონალური მონაცემები, რომლებითაც შეიძლება გამჟღავნდეს ან არაპირდაპირ მიეთითოს ბავშვის ვინაობა (გამოსახულება, ბავშვის ან მისი ოჯახის წევრების დეტალური აღწერა, სახელები, მისამართები, აუდიო- და ვიდეოჩანაწერები და მსგავსი ინფორმაცია). 2. დაუშვებელია, რაიმე ფორმით, მათ შორის, მედიის საშუალებით, საჯარო გახდეს ბავშვის პერსონალურ მონაცემთა შემცველი ისეთი დოკუმენტი ან ჩანაწერი, რომელიც უკავშირდება ბავშვის მიმართ დისციპლინური ზომის გამოყენებას, ბავშვის მიმართ ან მის მიერ ჩადენილი ძალადობის შემთხვევას, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის ან ღარიბი ოჯახის სოციალური დახმარების ან საქველმოქმედო პროგრამაში ბავშვის მონაწილეობას და ბავშვთან დაკავშირებულ სხვა, მსგავსი შინაარსის ინფორმაციას. 3. ბავშვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 71 4. სახელმწიფო უზრუნველყოფს ბავშვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკანონმდებლო მოწესრიგებას და განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, მართლმსაჯულებისა და სხვა სფეროებში ადგენს ერთიან სტანდარტებს ბავშვის უფლებათა საკითხებზე საერთაშორისო სამართლებრივი აქტების, საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. |