FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლოატაციის და ამ საშუალებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ

article  2

1. თუ ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის სამთავრობო ხელშეკრულების ან მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების დებულებები ეწინააღმდეგება ან არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს ან საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, მაშინ უპირატესობა ენიჭებათ საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს ან საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.
2. თუ ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის სამთავრობო ხელშეკრულების ან მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების დებულებები ეწინააღმდეგება ან არ შეესაბამება ამ კანონის მიღებისას მოქმედი საქართველოს კანონების, დადგენილებების, აღმასრულებელი ხელისუფლების ბრძანებებისა და ბრძანებულებების ან სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებს, მაშინ უპირატესობა ენიჭებათ ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის სამთავრობო ხელშეკრულების ან მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების დებულებებს.
საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლოატაციის და ამ საშუალებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ

article  2

3. ვერც ერთი კანონი, დადგენილება, აღმასრულებელი ხელისუფლების ბრძანება და ბრძანებულება, სხვა საკანონმდებლო აქტი ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც მიღებულია ან დაიდო ამ კანონის ძალაში შესვლის თარიღის შემდგომ, ვერ შეცვლის ან ვერ გააუქმებს ამ კანონს ან პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულებების ნებისმიერ სხვა დებულებას, თუ შესაბამისი კანონი, დადგენილება, აღმასრულებელი ხელისუფლების ბრძანება და ბრძანებულება, სხვა საკანონმდებლო აქტი ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება არ შეიცავს ამის შესახებ ზუსტად განსაზღვრულ მითითებას.
4. პროექტთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს უნდა მიეცეთ კანონის ძალა, რისთვისაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.