FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  155

საქონლის გატანამდე განსახორციელებელი ღონისძიებები.
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან საქონელზე საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაცია. ზოგადი დეკლარაციის წარდგენა ხდება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე.
2. ზოგად დეკლარირებას არ ექვემდებარება:
    ა) მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონელი;
    ბ) საჰაერო ან საზღვაო სატრანსპორტო საშუალება და ამ სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, გაჩერების გარეშე გადაადგილებული საქონელი;
    გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი, რომელზედაც წარდგენილია საბაჟო დეკლარაცია;
    დ) საქონელი, რომელზედაც წარდგენილია რეექსპორტის დეკლარაცია;
    ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საქონელი.
3. საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის ან ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შეტყობინების საფუძველზე დაცულობისა და უსაფრთხოების მიზნით რისკის ანალიზის ვადა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. რისკის ანალიზის შედეგების საფუძველზე მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი ზომები.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  155

4. საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაცია გადამზიდავმა უნდა წარადგინოს. გადამზიდავის ვალდებულების მიუხედავად, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაცია შეიძლება წარადგინოს ექსპორტიორმა, ტვირთის გამგზავნმა ან სხვა პირმა, რომლის დავალებითაც მოქმედებს გადამზიდავი, ან ნებისმიერმა სხვა პირმა, რომელსაც შეუძლია ამ საქონლის საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენა ან რომელმაც წარადგინა იგი აღნიშნულ პუნქტში.
5. საბაჟო ორგანომ შეიძლება დაუშვას საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის შესავსებად სავაჭრო, საპორტო ან სატრანსპორტო საინფორმაციო სისტემის გამოყენება, თუ ეს სისტემა შეიცავს ამ დეკლარაციისთვის საჭირო მონაცემებს და ეს მონაცემები ხელმისაწვდომია აღნიშნული დეკლარაციის წარდგენისთვის დადგენილ პერიოდში.
6. საბაჟო ორგანოს შეუძლია დაუშვას საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის ნაცვლად შეტყობინების წარდგენა და, შესაბამისად, წვდომა ზოგად დეკლარირებასთან დაკავშირებულ შესაბამის მონაცემებზე ზოგადი დეკლარირების განმახორციელებელი პირის კომპიუტერულ სისტემაში.
7. საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენის წესი, ვადა და შემთხვევები, როდესაც საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენა არ ხდება, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.