Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი article 45 გამასწორებელი სამუშაო. 1. გამასწორებელი სამუშაო ინიშნება ერთი თვიდან ორ წლამდე ვადით და მოხდილი უნდა იქნეს მსჯავრდებულის სამუშაო ადგილზე. 2. გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნისას მსჯავრდებულის ხელფასიდან სახელმწიფოს შემოსავალში დაიქვითება თანხა განაჩენით დადგენილი ოდენობით არანაკლებ ხუთისა და არა უმეტეს ოცი პროცენტისა. 3. თუ მსჯავრდებული განზრახ თავს აარიდებს გამასწორებელ სამუშაოს, ეს სასჯელი შეიცვლება შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით. ამასთანავე, დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ სასჯელს, ჩაითვლება შინაპატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: გამასწორებელი სამუშაოს ერთი დღე – შინაპატიმრობის ერთი დღე; გამასწორებელი სამუშაოს სამი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე. |