FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  32

მომსახურების საფასურები.
1. პირს არ ეკისრება საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო დროის განმავლობაში საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის ამ ორგანოსთვის საფასურის გადახდის ვალდებულება.
2. პირს შეიძლება დაეკისროს მომსახურების საფასურის გადახდის ან გაწეული ხარჯის ანაზღაურების ვალდებულება საბაჟო ორგანოს მიერ მომსახურების გაწევისას, კერძოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც:
    ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო ორგანო დაინტერესებული პირის მოთხოვნით საბაჟო კონტროლს ახორციელებს არასამუშაო დროს, საბაჟო გამშვები პუნქტის, საქონლის გაფორმების ადგილის ან საბაჟო ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საბაჟო ფორმალობების განხორციელების ადგილის გარეთ;
    ბ) წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემისთვის ან საბაჟო ორგანოს მიერ ამ კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების შესახებ ინფორმაციის გაცემისთვის აუცილებელი გახდა შესაბამისი პირის მიერ საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილი საქონლის გამოკვლევის/ექსპერტიზის ჩატარება და ამ საქონლის განმცხადებლისთვის დაბრუნების საფოსტო მომსახურების გაწევა;
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  32

გ) ხორციელდება საქონლის გამოკვლევა/ექსპერტიზა საბაჟო დეკლარაციის შემოწმების მიზნით ან საქონლის განადგურება, თუ გაწეულია სხვა დანახარჯები, გარდა საბაჟო ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯებისა;
    დ) საქონლის სახეობიდან ან პოტენციური რისკიდან გამომდინარე, ხორციელდება განსაკუთრებული კონტროლის ღონისძიებები;
    ე) საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას გაიწევა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სხვა სახის მომსახურება.
3. მომსახურების საფასურის განაკვეთი და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.