Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 33 ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილება. 1. ზედამხედველობის ორგანოს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) შევიდეს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ტერიტორიაზე და შენობა-ნაგებობებში, ჩაატაროს მათი შემოწმება, განახორციელოს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და შეტყობინების ლოკალური სისტემების გამოცდა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზედამხედველობის სხვა ღონისძიებები; ა-1) შემოწმების პროცესში გამოიყენოს ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ვიდეოგადამღები ტექნიკა. აღნიშნული ტექნიკის გამოყენების წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით; ბ) დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებისაგან მოითხოვოს და მიიღოს ზედამხედველობის განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია; |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 33 გ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში გასცეს სათანადო მიწერილობა გამოვლენილი დარღვევის აღმოფხვრის ან ამ მოთხოვნების შესრულების თაობაზე, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში − შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი; დ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებს, აგრეთვე სახელმწიფო რწმუნებულს წარუდგინოს წინადადებები და რეკომენდაციები სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების თაობაზე; ე) (ამოღებულია - 06.09.2022, №1715); |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 33 ვ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესასრულებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტის მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში (ადმინისტრაციული წარმოების შესაბამის სტადიაზე) და მშენებლობადამთავრებული სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების პროცესში; საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების გამოცდა და გააფორმოს სათანადო აქტი; ზ) მიმართოს სასამართლოს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტის შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ექსპლუატაციის ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ, თუ გამოვლინდა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან/და საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 33 2. სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის ობიექტების მიმართ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. |