FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

article  10

საჯარო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში აღრიცხვა. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი.
1. საჯარო ფასიანი ქაღალდი საქართველოში გამოშვებული უნდა იქნეს დემატერიალიზებული ფორმით, ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში.
2. ემიტენტი ვალდებულია საჯარო ფასიანი ქაღალდები აღრიცხოს ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში.
3. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის ფლობასა და მიმოქცევასთან დაკავშირებული ურთიერთობები/საკითხები წესრიგდება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის ემისიისა და ანგარიშის წარმოების რეგულირების დამატებითი წესი. ფასიანი ქაღალდის ემიტენტი და ანგარიშის მწარმოებელი ვალდებული არიან ამ წესის მიხედვით იმოქმედონ.
5. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საინვესტიციო ფონდზე, რომლის საქმიანობაც რეგულირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით.