FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 9

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  12

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება.
1. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს:
    ა) ექსპერტიზას;
    ბ) საზოგადოებისა და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობას;
    გ) შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შემთხვევაში – ამ კოდექსის V თავით გათვალისწინებულ პროცედურას.
2. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში, გზშ-ის ანგარიშის განხილვის მიზნით სააგენტო ქმნის ამ კოდექსის 42-ე მუხლით გათვალისწინებულ საექსპერტო კომისიას. საექსპერტო კომისია ამზადებს და შექმნიდან 40 დღის ვადაში სააგენტოს წარუდგენს ექსპერტიზის დასკვნას გზშ-ის ანგარიშის შესახებ.
3. სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით გათვალისწინებული ხარვეზის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 15 დღის ვადაში.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  12

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება. . .
4. საზოგადოებას უფლება აქვს, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან 40 დღის ვადაში, ამავე კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით წარუდგინოს სააგენტოს მოსაზრებები და შენიშვნები გზშ-ის ანგარიშთან, დაგეგმილ საქმიანობასა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გასათვალისწინებელ პირობებთან დაკავშირებით. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისას ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემისას სააგენტო უზრუნველყოფს საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების განხილვას და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  12

5. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან არაუადრეს 25-ე დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა ცენტრი უზრუნველყოფს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვას. საჯარო განხილვის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელია ცენტრი. საჯარო განხილვის პროცესს წარმართავს ცენტრი და საჯარო განხილვის შესახებ ოქმს ადგენს ცენტრის უფლებამოსილი წარმომადგენელი. ამ ოქმის სისწორისთვის პასუხისმგებელია ცენტრი. საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვის ჩატარებამდე არაუგვიანეს 20 დღისა, ამ კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად. საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება ცენტრის მიერ განსაზღვრული სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარდა ამ კოდექსის 34-ე მუხლის 2-1 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  12

6. საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
    ა) განსახილველი საკითხის არსი და მოკლე აღწერა, საკითხის განხილვის ფორმატი;
    ბ) საჯარო განხილვის ჩატარების დროის, ადგილისა და წესის შესახებ ინფორმაცია ან/და ამ კოდექსის 34-ე მუხლის 2-1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო განხილვის ჩატარების ფორმისა და მასში მონაწილეობის წესის შესახებ ინფორმაცია;
    გ) იმ ვებგვერდის მისამართი, რომელზედაც ხელმისაწვდომია ეს განცხადება, გზშ-ის ანგარიში და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, აგრეთვე მითითება საჯარო განხილვის დროს აღნიშნული დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების მიღების შესაძლებლობის შესახებ.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  12

6 -1 ნაწილის შესაბამისად დადგენილი ხარვეზის გათვალისწინებით დაზუსტებული დოკუმენტაციის სააგენტოსთვის წარდგენიდან 3 დღის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საექსპერტო კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ. საექსპერტო კომისიას დაზუსტებული დოკუმენტაციის განსახილველად და ექსპერტიზის დასკვნის წარმოსადგენად განესაზღვრება დამატებითი ვადა − არაუმეტეს 10 დღისა. დაზუსტებული დოკუმენტაციის სააგენტოსთვის წარდგენიდან 1 დღის ვადაში სააგენტო განმცხადებელს აცნობებს ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების შესახებ. ამასთანავე, სააგენტო ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე მის განთავსებას. საზოგადოების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, შესაბამისი განცხადების/დოკუმენტაციის აღნიშნულ პორტალსა და საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 10 დღის ვადაში სააგენტოს ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით წარუდგინონ მოსაზრებები და შენიშვნები აღნიშნულ განცხადებასთან/დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისას ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემისას სააგენტო იხილავს საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ. საექსპერტო კომისიის მიერ დაზუსტებული დოკუმენტაციის განხილვის შედეგად მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის სააგენტოსთვის წარდგენიდან 10 დღის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  12

11. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება განუსაზღვრელი ვადით გაიცემა. თუ საქმიანობის განმახორციელებელი 7 წლის ვადაში არ დაიწყებს ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ საქმიანობას, სააგენტო გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  12

7. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემის პროცესში სააგენტომ უნდა განიხილოს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოს ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საზოგადოებისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და შენიშვნები, გზშ-ის ანგარიშის შესწავლის შედეგები, შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შემთხვევაში – ამავე კოდექსის V თავის შესაბამისად განხორციელებული გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შედეგები.
8. სააგენტო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გაცემამდე უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ წარმოებაში კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კულტურის სამინისტროს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით მონაწილეობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილი წესით.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  12

9. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 51-ე დღისა და არაუგვიანეს 55-ე დღისა სააგენტო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ, ხოლო ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  12

10. სააგენტო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემიდან ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 1 დღის ვადაში გზშ-ის ანგარიშს, ექსპერტიზის დასკვნასა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივ აქტს უგზავნის ცენტრს. ცენტრი გამოგზავნილი დოკუმენტების მიღებიდან 4 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ დოკუმენტებისა და საზოგადოების მონაწილეობის შედეგების თაობაზე ინფორმაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.