Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
საქართველოს საარჩევნო კოდექსი article 10 4. ცესკოს წევრობის კანდიდატი/საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცესკოს წევრად დანიშნული პირი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი ან რომელიმე პარტიის შემომწირველი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 5. ცესკოს წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს: ა) პირი, რომელსაც არ აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; ბ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში; გ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში; დ) ნასამართლევი პირი; |
საქართველოს საარჩევნო კოდექსი article 10 ცესკოს შემადგენლობა, ცესკოს არჩევითი წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობებზე განწესება. 1. ცესკო შედგება არაუმეტეს 17 წევრისგან. მათ შორის არიან ცესკოს თავმჯდომარე, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე და ცესკოს მდივანი. ცესკოს თავმჯდომარე იმავდროულად არის ცესკოს წევრი. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი, როგორც ცესკოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტას. 2. ცესკოს 7 წევრს ამ კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს პარლამენტი ან ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრს ამ კანონით დადგენილი წესით ნიშნავენ პარტიები. 3. ცესკოს წევრობის კანდიდატს საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამ მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად. ცესკოს წევრობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შეირჩევა ღია კონკურსით. |
საქართველოს საარჩევნო კოდექსი article 10 ე) საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი, მისი წარმომადგენელი; ვ) დამკვირვებელი. 6. თუ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმეორებითი კენჭისყრის შედეგად ცესკოს წევრი (რომელიმე წევრი) არ აირჩა, კენჭისყრიდან არაუგვიანეს 1 კვირისა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ცესკოს წევრის (წევრების) დანიშვნის მიზნით საქართველოს პრეზიდენტს უგზავნის ცესკოს წევრობის კანდიდატის (კანდიდატების) შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა სიას (ცესკოს წევრად ახალარჩეული პირი ამ სიაში არ შეიყვანება) და შესაბამის საკონკურსო დოკუმენტაციას. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან 1 კვირაში ამ სიაში მყოფ პირთაგან 5 წლის ვადით დანიშნოს ცესკოს იმდენი ან იმაზე ნაკლები წევრი, ცესკოს რამდენი წევრიც დარჩა საქართველოს პარლამენტს ასარჩევი. ამასთანავე, ცესკოს წევრის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაში უნდა მიეთითოს, აღნიშნული წევრი ცესკოს რომელი ასარჩევი წევრის თანამდებობაზე ინიშნება. |
საქართველოს საარჩევნო კოდექსი article 10 7. საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. თუ ცესკოს მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ცესკოს ახალი წევრი საქართველოს პარლამენტმა არ აირჩია/საქართველოს პრეზიდენტმა არ დანიშნა, ცესკოს მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადა გრძელდება ცესკოს ახალი წევრის არჩევამდე/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშვნამდე. 8. ცესკოს თავმჯდომარეს საქართველოს პარლამენტი ირჩევს/საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს ცესკოს წევრის საქართველოს პარლამენტის მიერ არჩევისთვის/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშვნისთვის ამ კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი/საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარედ დანიშნული პირი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს. 9. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. თუ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ცესკოს ახალი თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტმა არ აირჩია/საქართველოს პრეზიდენტმა არ დანიშნა, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა გრძელდება ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშვნამდე. |
საქართველოს საარჩევნო კოდექსი article 10 10. ცესკოს წევრის/ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება მისი მიღებიდან 7 დღეში წარედგინება ცესკოს. ცესკოს წევრის/ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება მისი გამოცემიდან 7 დღეში წარედგინება ცესკოს. |