FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

article  19

სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის მოქმედების ვადა და მისი გადახედვა.
1. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღება ხდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ ოდენობითა და ვადით, რომლებიც აუცილებელია შესწავლის ობიექტის მიერ ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად.
2. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღება ხდება არაუმეტეს 5 წლით. ეს ვადა აითვლება ამ ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების დღიდან.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 წლით იმ შემთხვევაში, თუ შესწავლის ორგანო განმეორებითი შესწავლის საფუძველზე დაადგენს, რომ სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის მოქმედების შეწყვეტა ადგილობრივ ინდუსტრიას ზიანს მიაყენებს. ასეთ შემთხვევაში სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი შეიძლება ძალაში დარჩეს განმეორებითი შესწავლის დასრულებამდე.
4. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 90 დღით ადრე შესწავლის ორგანო ამის შესახებ ოფიციალურ შეტყობინებას აქვეყნებს.
5. ადგილობრივ ინდუსტრიას შეუძლია ოფიციალური შეტყობინების გამოქვეყნებიდან 45 დღის ვადაში შესწავლის ორგანოს მიმართოს წერილობითი განცხადებით განმეორებითი შესწავლის დაწყების თაობაზე.
ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

article  19

6. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა შესწავლის ორგანოს მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე.
7. განმეორებითი შესწავლის პერიოდი 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. 8.  თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განმეორებითი  შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების საფუძველი არ არსებობს, განმეორებითი შესწავლის პერიოდში ამოღებული, სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის სახით გადახდილი თანხა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უბრუნდება გადამხდელს.