FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

article  25

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება, თუ მონაცემების შეგროვება უშუალოდ მისგან არ ხდება.
1. თუ მონაცემების შეგროვება უშუალოდ მონაცემთა სუბიექტისგან არ ხდება, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მონაცემთა სუბიექტს მიაწოდოს ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია, აგრეთვე აცნობოს, მის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება და ამ მონაცემთა მოპოვების წყარო, მათ შორის, მოპოვებულ იქნა თუ არა მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროდან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა მონაცემთა სუბიექტს უნდა მიაწოდოს გონივრულ ვადაში, ან, თუ მონაცემები გამოიყენება მონაცემთა სუბიექტთან დასაკავშირებლად, მასთან პირველი კომუნიკაციისთანავე, ხოლო თუ დაგეგმილია მონაცემთა გამჟღავნება, − მონაცემთა გამჟღავნებამდე, მაგრამ მონაცემთა მოპოვებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუკი არ არსებობს ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის საფუძვლები.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება არ ვრცელდება დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირზე ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირზე, თუ:
    ა) მონაცემთა სუბიექტი უკვე ფლობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

article  25

ბ) მონაცემთა შეგროვება ან გამჟღავნება დადგენილია კანონით ან საჭიროა საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად;
    გ) ინფორმაციის მიწოდება შეუძლებელია ან მოითხოვს არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას ან ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ან შეუძლებელს გახდის მონაცემთა დამუშავების კანონიერი მიზნის (მიზნების) შესრულებას. ამ შემთხვევებში დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა მიიღოს სათანადო ზომები მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, მათ შორის, მონაცემების მოპოვების შესახებ ზოგადი ინფორმაციის საჯაროდ/ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმით განთავსებით.