Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
წყლის რესურსების მართვის შესახებ article 29 წყლის რესურსების დაცვის ძირითადი მოთხოვნები. წყლის რესურსების დაცვისა და მათი უარყოფითი ზემოქმედებისგან დაცვის მიზნით, აკრძალულია: ა) ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად დამაბინძურებელ ნივთიერებათა ჩაშვება, თუ არ არის დაცული ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვით დადგენილი პირობები. მიწისქვეშა წყალში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ნებისმიერი პირდაპირი ჩაშვება; ბ) ნარჩენების განთავსება ან/და დამარხვა წყლის ობიექტსა და მისი დაცვის ზონაში; გ) წყალსაცავის ავსება, ვიდრე არ განხორციელდება მისი ქვაბურის მოსამზადებლად გათვალისწინებული ღონისძიებები; დ) ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის ამოღება, თუ ამან შეიძლება გამოიწვიოს წყლის დონის დასაშვებზე დაბლა დაწევა ან/და წყლის ობიექტის დაშრეტა (მიწისქვეშა წყლის ამოღება, თუ ამან შეიძლება გამოიწვიოს მიწისქვეშა წყლის ობიექტის ბალანსის დარღვევა); ე) მდინარიდან წყლის ამოღება, ჰიდროტექნიკური და საწარმოო ობიექტების მშენებლობა/ექსპლუატაცია, სარწყავი სისტემების მოწყობა/ექსპლუატაცია და სხვა მიზნით წყალაღება მდინარის გარემოსდაცვითი ხარჯის გათვალისწინების გარეშე; |
წყლის რესურსების მართვის შესახებ article 29 ვ) წყლის დანაგვიანება ან/და დაბინძურება ზეთის, მერქნის, ქიმიური პროდუქტების, ნავთობის, მინერალური და ორგანული სასუქების, შხამქიმიკატებისა და სხვა პროდუქტების დანაკარგებით წყლის ტრანსპორტიდან, მილსადენიდან, წყლის ობიექტზე არსებული მცურავი და სხვა ნაგებობებიდან; ზ) ხე-ტყის დაცურება; თ) ისეთი საქმიანობა, რამაც შესაძლოა დააზიანოს წყალამღები ნაგებობა, გააუარესოს წყლის ხარისხი ან/და შეამციროს წყლის დებიტი; ი) წყალსარგებლობა სანიტარიული დაცვის ზონების გათვალისწინების გარეშე. |