Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
პენიტენციური კოდექსი article 122 ხანგრძლივი პაემანი. 1. ხანგრძლივი პაემანი არის ბრალდებულის/მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირთან ერთად ცხოვრება პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში, აღნიშნული დაწესებულების წარმომადგენლის დაუსწრებლად. 2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან, ძმასთან ხანგრძლივი პაემნის უფლება. 3. ბრალდებულს უფლება აქვს, პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანგრძლივი პაემანი. 4. მსჯავრდებულს უფლება აქვს: ა) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 6 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 3 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი; ბ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი; |
პენიტენციური კოდექსი article 122 გ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 1 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი; დ) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 1 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი; ე) ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი. 5. ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნის თაობაზე ინფორმაცია პენიტენციური დაწესებულების დირექტორს წერილობით უნდა მიეწოდოს არაუგვიანეს 2 კვირისა. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა პენიტენციური დაწესებულების დირექტორს უნდა წარუდგინოს ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 6. პენიტენციური დაწესებულება ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა ორგანიზებას უწევს ხანგრძლივ პაემანს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ხანგრძლივი პაემნის უფლების მიცემაზე მოტივირებული უარის თქმის საფუძველი. ამ საფუძვლის არსებობის თაობაზე ინფორმაცია განმცხადებელს 10 დღის ვადაში უნდა მიეწოდოს. |
პენიტენციური კოდექსი article 122 7. ხანგრძლივი პაემნის ხანგრძლივობაა 23 საათი. ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით კუთვნილი ხანგრძლივი პაემანი წელიწადში ერთხელ შეიძლება გაუგრძელდეს არაუმეტეს 47 საათამდე. 8. ხანგრძლივი პაემანი არ ეძლევა: ა) მსჯავრდებულს, რომელიც საკარანტინო რეჟიმში იმყოფება; ბ) მსჯავრდებულს, რომელსაც შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა ან რომელიც მოთავსებულია სამარტოო საკანში; გ) ბრალდებულს – პატიმრობაში ყოფნის პირველი 3 თვის განმავლობაში; დ) ბრალდებულს, რომელიც მოთავსებულია სამარტოო საკანში. 9. ხანგრძლივი პაემნის უფლების მიცემის საკითხს წყვეტს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი. 10. ხანგრძლივი პაემნის უფლების მიცემაზე პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანხმობა ან მოტივირებული უარი ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება. 11. ხანგრძლივი პაემნისთვის სპეციალურად გამოყოფილი ოთახის პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. 12. ხანგრძლივი პაემნის ორგანიზებას, აგრეთვე მის ინფრასტრუქტურულ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სამსახური. |