Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 60 გადახდისუუნარობის მასიდან ქონების გამოცალკევება და ამოღება. 1. პირი, რომელიც უფლებამოსილია სანივთო ან ვალდებულებითი მოთხოვნის საფუძველზე მოითხოვოს გადახდისუუნარობის მასიდან ქონების გამოცალკევება, გადახდისუუნარობის მიზნებისთვის კრედიტორი არ არის. გადახდისუუნარობის მასიდან ქონების გამოცალკევების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 2. მმართველს/ზედამხედველს უფლება აქვს, მიატოვოს ისეთ ქონებაზე საკუთრების უფლება, რომელსაც ლიკვიდური ღირებულება არ აქვს და რომლის კრედიტორთა სასარგებლოდ რეალიზაციაც შეუძლებელია, ან განახორციელოს ამ ქონების რეალიზაცია, თუ მისი შენახვისა და მოვლა-პატრონობის ხარჯები მის საბაზრო ღირებულებას აღემატება. 3. გადახდისუუნარობის მასიდან შეიძლება ამოღებულ იქნეს ისეთი ქონება, რომლის მიმართაც მოვალესა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ორმხრივი ვალდებულებები არსებითად შესრულებულია და რომლის მესამე პირისთვის საკუთრებაში გადაცემასაც ითვალისწინებს აღნიშნული ხელშეკრულება. შესაბამის გადაწყვეტილებას დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე იღებს მმართველი/ზედამხედველი. |
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 60 4. მმართველი/ზედამხედველი დაინტერესებულ პირს გადახდისუუნარობის მასიდან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქონების ამოღებაზე უარს ეუბნება, თუ მოვალის რეაბილიტაციის შედეგად, რომლის ინტერესებსაც ეწინააღმდეგება ეს გადაწყვეტილება, უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნული პირის სრულად დაკმაყოფილება. 5. თუ გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების მიმართ სააღსრულებო წარმოება არსებითად დასრულებულია და ამ ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ განკარგულების გამოსაცემად აუცილებელი ყველა წინაპირობა არსებობს, ეს ქონება გადახდისუუნარობის მასიდან ამოღებული უნდა იქნეს და უფლებამოსილ პირს უნდა გადაეცეს. |