Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 7
მეწარმეთა შესახებ article 254 გარდამავალი დებულებები. 1. ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული საწარმო, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, ვალდებულია 2026 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს საწარმოს ან/და ფილიალის სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამ მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს დამფუძნებელთა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საწარმოს ბოლო, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული წესდებით საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით. თუ 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული საწარმოს რეგისტრირებული წესდებით შესაბამის საკითხზე საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრულია ზოგადი წესით დადგენილზე მეტი ხმათა რაოდენობა, საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისას შესაბამის საკითხზე დამფუძნებელთა გადაწყვეტილება მიიღება აღნიშნული წესდებით განსაზღვრული ხმათა რაოდენობით. ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით გადაწყვეტილების მიღება დასაშვებია, თუ საწარმოს რეგისტრირებული წესდებით გათვალისწინებული შესაბამისი საკითხის შინაარსი უცვლელადაა ასახული საწარმოს ახალ სადამფუძნებლო შეთანხმებაში და არ ეწინააღმდეგება კანონს. |
მეწარმეთა შესახებ article 254 11. ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებულ საწარმოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უჩერდება რეგისტრაცია, ამის შესახებ მიეთითება რეესტრში და რეესტრიდან ამონაწერი აღარ გაიცემა. მარეგისტრირებელი ორგანო აღნიშნული საწარმოს საიდენტიფიკაციო მონაცემებს აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და საქართველოში მოქმედ ბანკებს. რეგისტრაციის შეჩერება გულისხმობს საწარმოს/ფილიალის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის/პირების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვას, აგრეთვე რეგისტრაციაშეჩერებული საწარმოს მიერ ქონების განკარგვის, საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობის, საბანკო ანგარიშის მართვის, ახალი ანგარიშის გახსნის, ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვის, კრედიტის აღების შესაძლებლობის შეზღუდვას. რეგისტრაცია აღდგება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისთანავე. |
მეწარმეთა შესახებ article 254 12. რეგისტრაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ინფორმაციის სახით ქვეყნდება მარეგისტრირებელი ორგანოს ერთიანი ელექტრონული პორტალის რეგისტრირებული მონაცემების გვერდზე, რომელიც სპეციალურად ხელახალი რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაციის განთავსებისთვის იქნება განკუთვნილი. 1-2 პუნქტით დადგენილი წესით. 1-3 პუნქტით დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მეწარმის ან/და ფილიალის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. 15. სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაცია ზოგადი წესით ხორციელდება. თუ სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ დაინტერესებული პირის ინიციატივით დადგინდება, რომ სამეწარმეო საზოგადოებას დარჩა ქონება, სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის ან კრედიტორის განცხადების საფუძველზე სასამართლო ნიშნავს ლიკვიდატორს. აღნიშნულ შემთხვევაში გამოიყენება სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაციისთვის ამ კანონით დადგენილი წესი. იგივე წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მეწარმეს ამ პუნქტით გათვალისწინებული განცხადება წარდგენილი აქვს, მაგრამ მასთან დაკავშირებით დასრულებული წარმოების ფარგლებში არ აქვს შესრულებული ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება. |
მეწარმეთა შესახებ article 254 16. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულება ინდივიდუალურ მეწარმეზე არ ვრცელდება. 1-1 მუხლის შესაბამისად ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის, რომელიც სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს, უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედების შემდეგ რეგისტრირებული საწარმოსთვის გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობის ხელმისაწვდომობა. 18. 2024 წლის 1 მაისიდან საწარმოს (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) პარტნიორი/პარტნიორები, რომლის/რომელთა საკუთრებაში არსებული წილის/წილების ოდენობა 50 პროცენტს აღემატება, უფლებამოსილია/უფლებამოსილი არიან მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართოს/მიმართონ საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მოთხოვნით. საწარმოს რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი პირობები: ა) მიმართვის დღისთვის და ამ თარიღამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში საწარმო არ არის რეგისტრირებული: ა.ა) საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის მესაკუთრედ; ა.ბ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში სხვა საწარმოს წილის მესაკუთრედ; |
მეწარმეთა შესახებ article 254 ბ) მიმართვის დღისთვის და ამ თარიღამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში საწარმოზე არ არის რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება; გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, მიმართვის დღისთვის და ამ თარიღამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში საწარმოს არ ერიცხება საგადასახადო დავალიანება, არ აქვს წარდგენილი საგადასახადო/საბაჟო დეკლარაცია და არ აქვს გადახდილი შესაბამისი გადასახადი/მოსაკრებელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 1-2 პუნქტით დადგენილი წესით. 1-10პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის საფუძველზე საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება დასაშვებია აღნიშნული მიმართვის წარდგენიდან 3 თვის გასვლისთანავე. 1-11პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების შეგროვება, თუ აღნიშნული მიმართვის წარდგენისას მონაცემების ასეთი გზით მოძიება იქნება მოთხოვნილი. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია ამ მომსახურების გაწევისთვის მიიღოს საფასური, რომლის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით. აღნიშნული საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 150 ლარს. |
მეწარმეთა შესახებ article 254 2. ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმესა და სამეწარმეო საზოგადოებაზე ამ კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საფირმო სახელწოდების შეცვლას მოითხოვენ. 3. 2021 წლის 1 ნოემბრამდე: ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული სტანდარტული წესდებების დამტკიცება; ბ) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული ელექტრონული პორტალის შექმნა; გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უზრუნველყოს იმ საწარმოს დაშლის წესის დამტკიცება, რომლის აქციების ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო; დ) აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სფეროში უფლებამოსილმა შესაბამისმა მინისტრმა უზრუნველყოს იმ საწარმოს დაშლის წესის დამტკიცება, რომლის აქციების ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. |
მეწარმეთა შესახებ article 254 1. 2022 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21−22, მუხ. 455). 2. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−253-ე მუხლებისა და 254-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 3. ამ კანონის პირველი−253-ე მუხლები და 254-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. |