FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

article  6

საქონლის სპეციფიკაცია. საქონლის სპეციფიკაცია უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებს:
    ა) სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული/ბაზარზე განთავსებული საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას ქართულ ენასა და იმ ენაზე/ენებზე, რომელიც/რომლებიც ამ საქონლის აღწერისთვის შესაბამის გეოგრაფიულ არეალში გამოიყენებოდა ან გამოიყენება;
    ბ) საქონლის (ნედლეულის (არსებობის შემთხვევაში) ჩათვლით) აღწერას, აგრეთვე საქონლის ფიზიკურ, ქიმიურ, მიკრობიოლოგიურ, ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებს, რომლებიც მის განსაკუთრებულ თვისებებს ან/და რეპუტაციას განაპირობებს;
    გ) საქონლის წარმოებისა და გადამუშავების მეთოდების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე ავთენტური და უცვლელი ადგილობრივი მეთოდების აღწერას;
    დ) ამ მუხლის „ვ.ა“ ქვეპუნქტში ან/და „ვ.ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული კავშირის გათვალისწინებით, შესაბამისი გეოგრაფიული არეალის საზღვრებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე საქონლის ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელ ინფორმაციას;
    ე) საქონლის ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გეოგრაფიული არეალის საზღვრებში წარმოშობის მტკიცებულებას;
    ვ) დეტალურ მონაცემებს, რომლებიც ადასტურებს, რომ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი კავშირი:
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

article  6

ვ.ა) საქონლის ხარისხსა ან მახასიათებლებსა და გეოგრაფიულ გარემოსა და ადამიანურ ფაქტორს შორის, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად; ვ.ბ) საქონლის ხარისხსა, რეპუტაციასა ან სხვა მახასიათებლებსა და გეოგრაფიულ წარმოშობას შორის, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;
    ზ) ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დამდგენი კომპეტენტური უწყების ან მაკონტროლებელი ორგანოს დასახელებას, საიდენტიფიკაციო ნომერსა და იურიდიულ მისამართს;
    თ) საქონლის ეტიკეტირების განსაკუთრებულ წესს (არსებობის შემთხვევაში);
    ი) საქონლის შეფუთვის შესახებ ინფორმაციას (არსებობის შემთხვევაში) და განმცხადებლის დასაბუთებას საქონლის ხარისხის დაცვის, მისი წარმოშობის ნამდვილობის ან სახელმწიფო კონტროლის უზრუნველსაყოფად ამ საქონლის შესაბამის გეოგრაფიულ არეალში შეფუთვის საჭიროების თაობაზე.