Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 10 ანგარიშსწორება საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების შემდეგ. 1. სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი, მიუხედავად სისტემის მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებისა, უფლებამოსილია: ა) ამ კანონის მე-9 მუხლის მიზნებისათვის სისტემაში საბოლოო ანგარიშსწორების განსახორციელებლად გამოიყენოს მონაწილეთა ანგარიშსწორების ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები ან/და ფინანსური ინსტრუმენტები, სისტემის მიერ მიღებული ტრანსფერორდერების მიხედვით ანგარიშსწორების განხორციელების ან ურთიერთგაქვითვის შედეგად მიღებული ნეტვალდებულების დაფარვის მიზნით; ბ) თუ ეს გათვალისწინებულია მონაწილესთან დადებული შეთანხმებით, ამ კანონის მე-9 მუხლის მიზნებისათვის სისტემაში საბოლოო ანგარიშსწორების განსახორციელებლად გამოიყენოს მონაწილისათვის გამოყოფილი საკრედიტო ხაზი და სისტემის ოპერატორის ან/და ანგარიშსწორების აგენტის მიმართ დავალიანების დაფარვის მიზნით მოახდინოს საკრედიტო ხაზის უზრუნველსაყოფად დაგირავებული ფინანსური გირავნობის საგნის რეალიზაცია „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. |
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 10 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშზე არსებული თანხის ან მისთვის გამოყოფილი საკრედიტო ხაზით გათვალისწინებული თანხის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სისტემის მიერ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებამდე მიღებული ტრანსფერორდერების ან მათ საფუძველზე გამოთვლილი ნეტვალდებულების მოცულობით. |