Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საკონსულო საქმიანობის შესახებ article 3 ტერმინთა განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საკონსულო საქმიანობა – საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ საკონსულო ფუნქციების შესრულება; ბ) საკონსულო თანამდებობის პირი − „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ასრულებს საკონსულო ფუნქციებს, საქართველოს საპატიო კონსული; გ) საკონსულო მოსამსახურე − საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული ან ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღებული პირი, რომელიც ადმინისტრაციულ-ტექნიკურ მომსახურებას უწევს საკონსულო თანამდებობის პირს; დ) საქართველოს საკონსულო დაწესებულება (შემდგომ – საკონსულო დაწესებულება) – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) ქვედანაყოფი საზღვარგარეთ, რომელიც ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან საკონსულო ურთიერთობისას და იმ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობისას, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა არ აქვს, წარმოადგენს საქართველოს; |
საკონსულო საქმიანობის შესახებ article 3 ე) საკონსულო ოლქი – ტერიტორია, რომელიც გამოეყოფა საკონსულო დაწესებულებას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად; ვ) საკონსულო დეპარტამენტი – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საკონსულო პოლიტიკის შემუშავებასა და დაგეგმვასთან დაკავშირებით, ახორციელებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ განხორციელებული საკონსულო საქმიანობის საკონსულო მონიტორინგს, კოორდინაციას უწევს საკონსულო თანამდებობის პირთა მუშაობას, საკონსულო საქმიანობის განხორციელების მიზნით გასცემს დირექტივებს და მეთოდოლოგიურ მითითებებს; ზ) საქართველოს ფიზიკური პირი – საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი; თ) საკონსულო ფუნქციები – მოქმედებები, რომელთა განხორციელების უფლებამოსილება აქვს საკონსულო თანამდებობის პირს „საკონსულო ურთიერთობ ის შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; |
საკონსულო საქმიანობის შესახებ article 3 ი) საკონსულო მოსაკრებელი – „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი თანხა, რომელიც გადაიხდევინება საკონსულო ფუნქციების შესრულებისათვის ან/და საკონსულო მომსახურების გაწევისათვის. |