Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 35 პასუხისმგებლობა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევისთვის. 1. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების, საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობა ეკისრება: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში − ფიზიკურ პირს; ბ) მეწარმე სუბიექტის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შემთხვევაში − მეწარმე სუბიექტს ან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს; გ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − შესაბამის დაწესებულებას. 3. საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 4. ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. |