Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ნავთობისა და გაზის შესახებ article 25 ინფორმაციის კონფიდენციალობა. 1. პირველადი გეოლოგიური, გეოფიზიკური, გეოქიმიური ინფორმაცია, მონაცემები ამ ინფორმაციის ინტერპრეტაციის შესახებ, საწარმოო მონაცემები, სამთო ქანების ნიმუშები, მათ შორის, ინვესტორის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელებისას მიღებული გარსი და ქანთაშორისი სითხე, სახელმწიფოს საკუთრებაა. ინვესტორს უფლება აქვს, თავისუფლად და უსასყიდლოდ ისარგებლოს ამ ინფორმაციით, მონაცემებითა და ნიმუშებით საქართველოსა და უცხო ქვეყნებში მხოლოდ ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განსახორციელებლად, იმ პირობით, რომ ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცული იქნება. 2. ინვესტორს უფლება აქვს გაუმჟღავნოს ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია თავის ფილიალს, ნებისმიერ პროფესიონალ მრჩეველს, ბანკს ან საფინანსო ორგანოს, რომლისგანაც ინვესტორი ცდილობს ფინანსების მოზიდვას, იმ პირობით, რომ დაცული იქნება ამ ინფორმაციის კონფიდენციალობა. 3. გარკვეული დროის შემდეგ სახელმწიფოს უფლება აქვს კონფიდენციალური ინფორმაცია მიაწოდოს მესამე მხარეს. |