Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ნარჩენების მართვის კოდექსი article 46 ამ კოდექსის 31-ე–45-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების მოთხოვნათა შეუსრულებლობა. 1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ მისი აღმოფხვრის თაობაზე სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა – გამოიწვევს ადმინისტრაციული სახდელის დადებას (ჯარიმის დაკისრებას) ამ კოდექსის იმ მუხლის ან მუხლის ნაწილის სანქციის ფარგლებში, რომლის დარღვევის გამოც პირს დაეკისრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღმოფხვრა. 2. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს თანამშრომლის მიერ უფლების განხორციელებისა და მოვალეობის შესრულებისათვის ხელის შეშლა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 3. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა (მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტის, მასალისა და ინფორმაციის წარუდგენლობა, შემოწმების პროცესში შესამოწმებელი ობიექტის მიერ წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მოთხოვნის უგულებელყოფა) − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. |