Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საგზაო მოძრაობის შესახებ article 161 დამატებითი მოთხოვნები სატრანსპორტო საშუალების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პერიოდში და ადგილას/გზის მონაკვეთზე მოძრაობისას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 1. სატრანსპორტო საშუალების საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ადგილას/გზის მონაკვეთზე ზამთრის პერიოდში (1 დეკემბრიდან 1 მარტამდე) მოძრაობისას მისი ყველა თვალი სათანადო მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავებით უნდა იყოს აღჭურვილი. 2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პერიოდისგან განსხვავებული პერიოდი. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განსაკუთრებული მეტეოროლოგიური პირობების არსებობისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა დანაყოფმა შეიძლება დააწესოს დამატებითი მოთხოვნა სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების დამაგრების შესახებ. |
საგზაო მოძრაობის შესახებ article 161 4. ამ მუხლით გათვალისწინებული ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლები, აღნიშნული ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის ამ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის წესი და ის ადგილი/გზის მონაკვეთი, სადაც ზამთრის პერიოდში (1 დეკემბრიდან 1 მარტამდე) სატრანსპორტო საშუალების ამ მუხლის მოთხოვნების დარღვევით მოძრაობა დაუშვებელია, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. |