FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 8

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

article  4

ე) საუკეთესო ტექნოლოგია – გარემოსდაცვითი თვალსაზრისით საუკეთესო, გამოყენებადი და ეკონომიკურად ხელმისაწვდომი ტექნოლოგია, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტურია გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, მინიმუმამდე შემცირების ან გარდაქმნის თვალსაზრისით; შესაძლოა არ იყოს ფართოდ გავრცელებული, მაგრამ მისი ათვისება, დანერგვა და გამოყენება შესაძლებელია ტექნიკური თვალსაზრისით; შესაძლოა ეკონომიკურად არ განაპირობებდეს მნიშვნელოვნად მაღალი ღირებულების ხარჯზე ზღვრული გარემოსდაცვითი სარგებლის მიღების მიზანშეწონილობას, მაგრამ იგი, ამავე დროს, ხელმისაწვდომია ეკონომიკური თვალსაზრისით;
    ვ) სეს ესნ – საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ)“;
    ზ) (ამოღებულია – 25.03.2013, №451);
    თ) (ამოღებულია – 25.03.2013, №451);
    ი) ( ამოღებულია – 25.03.2013, №451);
    კ) ( ამოღებულია – 25.03.2013, №451);
    ლ) ფიზიკური ან/და იურიდიული პირი – კერძო სამართლის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი;
    მ) სახელმწიფო ორგანო ან/და სახელმწიფო იურიდიული პირი – სახელმწიფო ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (საჯაროსამართლებრივი კორპორაცია, საჯაროსამართლებრივი დაწესებულება), რომლის შექმნის, ორგანიზაციისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით;
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

article  4

ნ) (ამოღებულია);
    ო) ოზონდამშლელი ნივთიერება – „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის (შემდგომ – მონრეალის ოქმი) A, B, C ან E დანართით განსაზღვრული და რეგულირებადი  ნივთიერება, რომელიც არსებობს დამოუკიდებელი სახით ან ნარევში; ო-1) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებები − ოზონდამშლელი ნივთიერება და მონრეალის ოქმის F დანართით განსაზღვრული და რეგულირებული ნივთიერება; ო-2)  მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტი − მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა, გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა; ო-3) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების ექსპორტი − მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა; ო-4) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების ტრანზიტი − მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების ერთი ან ერთზე მეტი სახელმწიფოს (იმპორტის სახელმწიფოს, რეექსპორტის სახელმწიფოს და ექსპორტის სახელმწიფოს გარდა) ტერიტორიის გავლით გადაზიდვა;
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

article  4

ო-5) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების რეექსპორტი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, გარდა ტრანზიტისა; ო-6) იმპორტის სახელმწიფო − სახელმწიფო, რომელშიც დაგეგმილია ან ხორციელდება მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტი; ო-7) ექსპორტის სახელმწიფო − სახელმწიფო, რომლიდანაც დაგეგმილია ან ხორციელდება მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების ექსპორტი; ო-8) რეექსპორტის სახელმწიფო − სახელმწიფო, რომლიდანაც დაგეგმილია ან ხორციელდება მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების რეექსპორტი; ო-9) ტრანზიტის სახელმწიფო − სახელმწიფო, რომელშიც დაგეგმილია ან ხორციელდება მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეტანა მათი სხვა სახელმწიფოში გატანის (გარდა რეექსპორტისა) მიზნით; ო-10) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეგროვება − მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების სამაცივრო სისტემიდან ამოღება შესაბამის კონტეინერში შენახვისა და იდენტიფიკაციისთვის; ო-11) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების რეციკლირება − მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების მექანიკური მინარევებისგან, მჟავებისა და ზეთისგან გასუფთავება;
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

article  4

ო-12) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების აღდგენა − მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებებისთვის  პირვანდელი სახის დაბრუნება;
    პ) ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტა – მონრეალის ოქმის შესაბამისად ეტაპობრივი შემცირებისა და საბოლოოდ ხმარებიდან ამოღებისადმი დაქვემდებარებული ოზონდამშლელი ნივთიერებების თითოეული ჯგუფის დადგენილი წლიური ჯამური იმპორტის რაოდენობა, მოცემული მეტრულ ტონებში;
    ჟ) თბური ტუმბო – მოწყობილობა, რომელიც სითბოს ჰაერიდან, წყლიდან ან მიწიდან იღებს და დანიშნულებისამებრ აწვდის;
    რ) მაცივარაგენტი – ქიმიური ნივთიერება ან ნივთიერებათა ნარევი, რომელიც ცირკულირებს თბურ ტუმბოსა და სამაცივრო კონტურში და გადააქვს სითბო დაბალი ტემპერატურის მქონე საგნიდან ან გარემოდან უფრო მაღალი ტემპერატურის მქონე გარემოში; რ-1) სერტიფიცირებული პირი − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებული, მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე პირი − ფიზიკური პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი, რომელიც ემსახურება ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან თბურ ტუმბოებს ან/და ახორციელებს მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეძენას/გასხვისებას, შეგროვებას, რეციკლირებას, აღდგენას ან განთავსებას;
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

article  4

რ-2) მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემა − მაცივარაგენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შეძენის/გასხვისების და მოხმარების აღრიცხვის ელექტრონული სისტემა;
    ს) ზონა − ქვეყნის ტერიტორიის ის ნაწილი, რომელიც გამოყოფილია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასებისა და მართვის მიზნებისთვის;
    ტ) აგლომერაცია − ზონა, რომელიც არის დასახლება ან ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ დასახლებათა სივრცითი დაჯგუფება და რომლის მოსახლეობის რაოდენობა 250 000-ს აღემატება;
    უ) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა − გეგმა, რომელიც განსაზღვრავს ზღვრულად დასაშვები ნორმების ან მიზნობრივი მნიშვნელობის მისაღწევად საჭირო ღონისძიებებს;
    ფ) დონე − მავნე ნივთიერების კონცენტრაცია ატმოსფერულ ჰაერში ან მისი დალექვა მიწისპირზე დროის მოცემულ პერიოდში;
    ქ) ზღვრულად დასაშვები ნორმები − ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზეგავლენის თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით დადგენილი დონე, რომელიც მიღწეული უნდა იქნეს დროის მოცემულ პერიოდში და რომელმაც შემდგომ არ უნდა გადააჭარბოს მიღწეულ დონეს;
    ღ) შეფასება − ნებისმიერი მეთოდი, რომელიც გამოიყენება ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დონეების გაზომვისთვის, გამოთვლისთვის, პროგნოზირებისთვის ან მიახლოებითი შეფასებისთვის;
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

article  4

ყ) შეფასების ზედა ზღვარი − დონე, რომლის ქვემოთ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესაფასებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სტაციონარული გაზომვებისა და მოდელირების მეთოდების ან/და ინდიკატორული გაზომვების ერთობლიობა;
    შ) შეფასების ქვედა ზღვარი − დონე, რომლის ქვემოთ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესაფასებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მოდელირების ან მიახლოებითი შეფასების მეთოდი;
    ჩ) ტოლერანტობის ზღვარი − ზღვრულად დასაშვები ნორმის პროცენტი, რომლითაც აღნიშნული ნორმა შესაძლებელია გადაჭარბებულ იქნეს ტექნიკურ რეგლამენტში − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებში მოცემული პირობების თანახმად;
    ც) განგაშის ზღვარი − დონე, რომლის მიღმა მოსახლეობის ჯანმრთელობა მყისიერი უარყოფითი ზემოქმედების რისკის ქვეშ დგება და საჭიროა ზომების დაუყოვნებლივ მიღება;
    ძ) მიზნობრივი მნიშვნელობა – ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზეგავლენის თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით დადგენილი დონე დროის მოცემულ პერიოდში, აღნიშნული დონის მიღწევის შესაძლებლობის შემთხვევაში;
    წ) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვა − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების ერთობლიობა;
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

article  4

ჭ) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტები − ზღვრულად დასაშვები ნორმები, შეფასების ზედა ზღვარი, შეფასების ქვედა ზღვარი, ტოლერანტობის ზღვარი, განგაშის ზღვარი, კრიტიკული დონე და მიზნობრივი მნიშვნელობა;
    ხ) ფთორირებული სათბურის აირები − ფთორნახშირწყალბადები, პერფთორნახშირწყალბადები, გოგირდის ჰექსაფთორიდი, სხვა ფთორის შემცველი სათბურის აირები და ნარევები, რომლებიც შეიცავს ნებისმიერ აღნიშნულ ნივთიერება;
    ჯ) სააგენტო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო.
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

article  4

ტერმინების განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) ატმოსფერული ჰაერი – ატმოსფერული გარსის ჰაერი, შენობა-ნაგებობებში არსებული ჰაერის გარდა;
    ბ) მავნე ნივთიერება – ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც ახდენს ან რომელმაც შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე; ბ-1) ძირითადი მავნე ნივთიერებები − გოგირდის დიოქსიდი, აზოტის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდები, მყარი ნაწილაკები, ტყვია, ბენზოლი, ნახშირბადის მონოქსიდი, ოზონი, დარიშხანი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ნიკელი, ბენზაპირენი, მანგანუმის დიოქსიდი;
    გ) ევროკავშირის კანონმდებლობა – ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ მიღებული რეგულაციები, დირექტივები, გადაწყვეტილებები, რეკომენდაციები და მოსაზრებები;
    დ) გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემა – გარემოს დაბინძურების რეგულირების ისეთი სისტემა, რომელიც ეფუ­ძ­ნება დაბინ­ძურების აკუმულირების უნარის მქონე გარემოს ძირითადი კომ­პო­ნენტების – მიწის, წყლისა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინტეგრირებულ (კომ­პლექ­სურ) კონტროლს;