Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 29 აქტივების მმართველი კომპანიისთვის საინვესტიციო ფონდის მართვის უფლებამოსილების შეწყვეტა. 1. აქტივების მმართველი კომპანიისთვის საინვესტიციო ფონდის მართვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) აქტივების მართვის უფლებამოსილების შეწყვეტა აქტივების მართვის შესახებ ხელშეკრულების, საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტის ან/და კანონის შესაბამისად; ბ) აქტივების მმართველი კომპანიისთვის ლიცენზიის, რეგისტრაციის ან აღიარების გაუქმება; გ) აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ ლიკვიდაციის ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება; დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება. 2. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია აქტივების მმართველ კომპანიას შეუწყვიტოს ერთი ან რამდენიმე საინვესტიციო ფონდის მართვის უფლებამოსილება, თუ აქტივების მმართველი კომპანია არღვევს ამ კანონით, საფინანსო სექტორის მარეგულირებელი საქართველოს სხვა კანონებით, მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტებით ან მითითებით დადგენილ მოთხოვნებს ან აშკარა საფრთხეს უქმნის საინვესტიციო ფონდს ან მის ინვესტორებს. თუ საინვესტიციო კომპანიის მიერ დანიშნულ აქტივების მმართველ კომპანიას უფლებამოსილება შეუწყდება ამ პუნქტის შესაბამისად, საზედამხედველო ორგანო შესაბამის გადაწყვეტილებას სარეგისტრაციოდ წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს. |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 29 3. თუ აქტივების მმართველ კომპანიას აქტივების მართვის უფლებამოსილება შეუწყდა საკუთარი ინიციატივით ან უფლებამოსილების ვადის ამოწურვის საფუძვლით, იგი ვალდებულია საქმიანობა განაგრძოს ახალი აქტივების მმართველი კომპანიის დანიშვნამდე. ამ დროის განმავლობაში აქტივების მმართველი კომპანიის მიერ გაწეული მომსახურება ანაზღაურდება უფლებამოსილების შეწყვეტამდე მოქმედი აქტივების მართვის შესახებ ხელშეკრულების ან სადამფუძნებლო დოკუმენტის პირობების შესაბამისად. 4. საინვესტიციო ფონდისთვის ახალი აქტივების მმართველი კომპანიის დანიშვნა საჭიროებს საზედამხედველო ორგანოს წინასწარ თანხმობას. თუ ახალი აქტივების მმართველი კომპანია 1 თვის განმავლობაში არ დაინიშნა, საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია გააუქმოს საინვესტიციო ფონდის ავტორიზაცია, რეგისტრაცია ან აღიარება. |