Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
პენიტენციური კოდექსი article 124 მსჯავრდებულის მიერ განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვება. 1. სამსახურის გენერალურმა დირექტორმა მსჯავრდებულს შეიძლება მისცეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება: ა) თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა მსჯავრდებულის ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სიცოცხლისთვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე; ბ) სოციალური აქტივობის განსახორციელებლად; გ) სხვა განსაკუთრებულ გარემოებასთან დაკავშირებით. 2. თუ აუცილებელია მსჯავრდებულის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა, უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი უზრუნველყოფს მსჯავრდებულის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობას. 3. განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლების მისაღებად მსჯავრდებული, მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს შუამდგომლობით მიმართავს. ამ შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების მოტივი და ადგილი, სადაც მან უნდა გაატაროს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ყოფნისთვის განკუთვნილი დრო (შემდგომ − დანიშნულების ადგილი). |
პენიტენციური კოდექსი article 124 4. განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება არ მიეცემა იმ მსჯავრდებულს, რომელიც ამ კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად პატიმრობის დაწესებულებაშია გადაყვანილი. 5. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს, რომელშიც შედის მსჯავრდებულის დანიშნულების ადგილამდე მგზავრობის დროც. 6. მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების ვადა შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში. 7. სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება მსჯავრდებულს ეძლევა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის წარდგინებით და მისი პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით. ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით დგინდება მსჯავრდებულის გამცილებელ თანამშრომელთა რაოდენობა. მსჯავრდებულის გაცილება ხდება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან დანიშნულების ადგილამდე და უკან. |
პენიტენციური კოდექსი article 124 8. მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების ხარჯები (გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც დაკავშირებულია საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად მსჯავრდებულის გაყვანასთან) ანაზღაურდება მისი ან მისი ოჯახის სახსრებით. მინისტრის მიერ დადგენილი წესით მსჯავრდებულის მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი ხარჯების აუნაზღაურებლად. 9. მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. |