Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ article 45 ქორწინების შედეგები. 1. ქორწინების ზოგადი შედეგები ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს: ა) რომელსაც ორივე მეუღლე ცალ-ცალკე განეკუთვნება ან ქორწინების უკანასკნელ მომენტში განეკუთვნებოდა; ბ) სადაც ორივე მეუღლეს ცალ-ცალკე აქვს ან ქორწინების უკანასკნელ მომენტში ჰქონდა ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი; გ) რომელთანაც მეუღლეები ერთობლივად ყველაზე მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტი გამოიყენება აგრეთვე მეუღლეთა ქონებრივი ურთიერთობების მიმართ, თუ მათ სხვა ქვეყნის სამართალი არ აურჩევიათ. სამართლის არჩევა შესაძლებელია, თუ იგი მიუთითებს იმ ქვეყნის სამართალზე: ა) რომელსაც ერთ-ერთი მეუღლე განეკუთვნება; ბ) სადაც ერთ-ერთ მეუღლეს აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი; გ) სადაც უძრავი ქონება იმყოფება. 3. ქონებრივი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად საერთაშორისო დაცვის მქონე პირებს შეუძლიათ აირჩიონ იმ ქვეყნის სამართალიც, სადაც მათი ახალი ერთობლივი ადგილსამყოფელია. |