Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
სასაქონლო ნიშნების შესახებ article 16 ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო პალატაში. 1. განმცხადებელს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის გადაწყვეტილება განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ შეუძლია გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის ვადაში. 2. განმცხადებელს არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქონლის მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ შეუძლია გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის ვადაში. 4. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება განაცხადის მონაცემების ბიულეტენში გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო პალატაში, თუ: ა) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციით ირღვევა ამ კანონის მე-4 მუხლის მოთხოვნები; ბ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციით ირღვევა ამ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნები; გ) არსებობს ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძველი. 41. დაუშვებელია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების სააპელაციო პალატაში იმავე მოთხოვნითა და საფუძვლით გასაჩივრება. 42. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჩივრის სააპელაციო პალატაში შეტანის უფლება აქვს: |
სასაქონლო ნიშნების შესახებ article 16 ა) ნებისმიერ პირს იმავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და ამ კანონის მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით; ბ) ადრინდელი უფლების მფლობელს იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლისა; გ) ამ კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირს იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით. |
სასაქონლო ნიშნების შესახებ article 16 43. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში ადრინდელი სასაქონლო ნიშნის მფლობელი, რომელიც ასაჩივრებს საქპატენტის მიერ მიღებულ დადებით გადაწყვეტილებას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ, ვალდებულია, თუ ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თარიღიდან გასულია 5 წელზე მეტი, სააპელაციო პალატას წარუდგინოს მტკიცებულება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშნის განაცხადის შეტანის ან პრიორიტეტის თარიღამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში სასაქონლო ნიშანი რეალურად გამოიყენებოდა საქართველოში იმ საქონლისთვის, რომლისთვისაც რეგისტრირებულია ეს სასაქონლო ნიშანი და რომელსაც ადრინდელი სასაქონლო ნიშნის მფლობელი უთითებს სააპელაციო საჩივრის საფუძვლად. სასაქონლო ნიშნის რეალური გამოყენების მტკიცებულების წარუდგენლობის ან მისი გამოუყენებლობის საპატიო მიზეზის მიუთითებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარზე საქმისწარმოება წყდება. თუ ადრინდელი სასაქონლო ნიშანი გამოიყენებოდა რეგისტრირებული საქონლის მხოლოდ ნაწილის მიმართ, სააპელაციო საჩივარზე საქმისწარმოების მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ ადრინდელი სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია საქონლის მხოლოდ შესაბამისი ნაწილისთვის. 5. სააპელაციო პალატა საჩივარს იხილავს მისი შეტანის დღიდან 3 თვის ვადაში. |