Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ article 12 გარდამავალი დებულებები. 1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდ. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უფლებამონაცვლე. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. ამ ღონისძიებების დასრულებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო რეესტრის სააგენტო. 3. 2018 წლის 1 იანვრამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დაამტკიცოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის წესი. |
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ article 12 4. 2018 წლის 1 იანვრამდე სააგენტომ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური სანდო მომსახურებისა და სანდო მომსახურების მიწოდება განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |