Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საჰაერო კოდექსი article 48 ფრენა დასახლებულ ადგილებზე. სადემონსტრაციო ფრენა. 1. დასახლებულ ადგილებზე ფრენა დასაშვებია ისეთ სიმაღლეზე, რომელიც საშუალებას იძლევა, ხომალდის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, უზრუნველყოს მისი დაფრენა დასახლებული ადგილის ფარგლებს გარეთ. ამ წესიდან გამონაკლისია ისეთი შემთხვევები, როდესაც აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის განლაგება არ იძლევა საჰაერო ხომალდის აფრენისა და დასაფრენად შესვლის საშუალებას დასახლებულ ადგილზე გადაუფრენლად. 2. სადემონსტრაციო ფრენა (ავიაშოუ) არის ფრენა, რომელიც სრულდება მაყურებელთა (აუდიტორიის) წინაშე და გამიზნულია საჰაერო ხომალდის მახასიათებლების, შესაძლებლობების ან/და საფრენოსნო ოსტატობის ან სანახაობის საჩვენებლად. 3. დაუშვებელია სადემონსტრაციო ფრენის სააგენტოს თანხმობის გარეშე შესრულება. აღნიშნული თანხმობა გაიცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წინასწარ თანხმობას იძლევა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ინტერესების გათვალისწინებით, სადემონსტრაციო ფრენის შესრულების მსურველის მიმართვის საფუძველზე. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული თანხმობის გაცემამდე სააგენტო სადემონსტრაციო ფრენის შესრულების შესახებ ინფორმაციას აწვდის შესაბამის მუნიციპალიტეტს. |