Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 8
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 13 საგადახდო მომსახურების ცნება. 1. ამ კანონის მიზნებისთვის საგადახდო მომსახურება არის: ა) მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს გადამხდელის ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოჭრას და მის შესრულებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს; ბ) მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს მიმღების ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვას და მის შესრულებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს; გ) გადახდის განხორციელება პირდაპირი დებეტის (მათ შორის, ერთჯერადი დავალებით), საგადახდო ბარათის ან სხვა ელექტრონული საშუალების გამოყენებით, ან საკრედიტო გადარიცხვა (მუდმივი დავალების ჩათვლით), საგადახდო მომსახურების მომხმარებლის საკუთარი თანხის ან საკრედიტო რესურსის ფარგლებში; დ) საგადახდო ინსტრუმენტების, მათ შორის, ელექტრონული ფულის ინსტრუმენტების, გამოშვება ან/და ექვაირინგი; ე) ფულადი გზავნილები; ვ) ელექტრონული ფულის გამოშვება, გადახდის ოპერაციების განხორციელება ელექტრონული ფულის მეშვეობით, მობილური ტელეფონის, ინტერნეტის ან სხვა ელექტრონული საშუალების გამოყენებით; ზ) გადახდის ინიციირების მომსახურება; თ) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურება. 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ მომსახურებებზე: ა) გადამხდელსა და მიმღებს შორის შუამავლის გარეშე, ნაღდი ფულით განხორციელებულ გადახდის ოპერაციაზე; |
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 13 ბ) გადამხდელსა და მიმღებს შორის კომერციული შუამავლის მეშვეობით განხორციელებულ გადახდის ოპერაციაზე; გ) საინკასაციო მომსახურებაზე, რომელიც დაკავშირებულია ბანკნოტებისა და მონეტების ტრანსპორტირებასთან, მათ შორის, მათ შეგროვებასთან, დამუშავებასა და მიწოდებასთან; დ) ნაღდი ფულის ნაღდ ფულზე გადაცვლის მომსახურებაზე, რომელიც საგადახდო ანგარიშების საშუალებით არ ხორციელდება; ე) ოპერაციაზე, რომელიც სისტემის მონაწილეებს შორის საგადახდო სისტემის ფარგლებში ხორციელდება; ვ) ტექნიკური, სატელეკომუნიკაციო, ციფრული ან საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების მიმწოდებლის მიერ განხორციელებულ მომსახურებაზე, რომელიც გულისხმობს ტექნიკურ მხარდაჭერას საგადახდო მომსახურების განხორციელების უზრუნველსაყოფად და რომლის დროსაც გადასარიცხი თანხა ამ მომსახურების მიმწოდებლის მფლობელობაში არ ხვდება; ამგვარი მომსახურება მოიცავს მონაცემთა გადამუშავებასა და შენახვას, კონფიდენციალურობის დაცვას, მონაცემებისა და სუბიექტების ავთენტიფიკაციას, სატელეკომუნიკაციო ან საინფორმაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას, საგადახდო მომსახურებისთვის განკუთვნილი ტექნიკური საშუალებების მიწოდებას და მომსახურებას; ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გამონაკლისში არ ექცევა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებები; |
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 13 ზ) გადახდის ოპერაციაზე, რომელსაც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ან მომსახურების მიმწოდებელი ახორციელებს მისი ქსელის ან მომსახურების აბონენტისთვის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე დამატებით და დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი დებულება: ზ.ა) გადახდის ოპერაცია სრულდება ციფრული შიგთავსის/ინფორმაციის ან ხმოვანი სერვისების შესაძენად (მიუხედავად ციფრული შიგთავსის/ინფორმაციის შეძენის ან მოხმარებისთვის გამოყენებული მოწყობილობისა) ან გადახდის ოპერაცია სრულდება ელექტრონული მოწყობილობიდან ან მისი საშუალებით საქველმოქმედო დანიშნულებით ან ბილეთების შესაძენად და მათი საფასური ჩამოიჭრება ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორთან ან მომსახურების მიმწოდებელთან არსებული შესაბამისი აბონენტის ბალანსიდან/ლიმიტიდან; ზ.ბ) გადახდის ცალკეული ოპერაციების თანხა 50 ლარს არ აღემატება; ზ.გ) თითოეული აბონენტის მიერ თვის განმავლობაში შესრულებული გადახდის ოპერაციების საერთო თანხა 300 ლარს არ აღემატება, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, როდესაც აბონენტი წინასწარ ავსებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორთან ან მომსახურების მიმწოდებელთან არსებულ აბონენტის ბალანსს; |
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 13 თ) გადახდის ოპერაციაზე, რომელიც დაკავშირებულია ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის მიერ კლიენტების სახსრებით ფასიანი ქაღალდების ოპერაციების განხორციელებასთან, მათ შორის, დივიდენდებისა და სხვა შემოსავლების განაწილებასთან, ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვასთან; ი) ჯგუფში შემავალ კომპანიებს შორის გადახდებზე, რომლებიც ხორციელდება ისეთი საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მონაწილეობის გარეშე, რომელიც იმავე ჯგუფს არ მიეკუთვნება; კ) გადახდის ოპერაციაზე, რომელიც მოიცავს ნაღდი ფულის შეგროვებას და მიწოდებას იმ საქმიანობის ფარგლებში, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით ეკონომიკურ საქმიანობას არ წარმოადგენს; ლ) სავაჭრო/მომსახურების ობიექტის მიერ განხორციელებულ მომსახურებაზე, რომლის დროსაც მიმღების (სავაჭრო/მომსახურების ობიექტის) მიერ ნაღდი ფული გაიცემა გადამხდელის მიერ უშუალოდ გადახდის ოპერაციის შესრულებამდე გამოხატული მოთხოვნის საფუძველზე მის მიერ მიმღებისგან საქონლის ან მომსახურების შეძენისას და გასაცემი ნაღდი ფულის თანხა წარმოადგენს გადამხდელის მიერ საქონლის ან მომსახურების შეძენის მიზნით შესრულებული გადახდის ოპერაციის თანხის ნაწილს; |
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 13 მ) ბანკომატის მეშვეობით ნაღდი ფულის გაცემის მომსახურებაზე, რომელსაც მომსახურების მიმწოდებელი ახორციელებს ერთი ან რამდენიმე საგადახდო ბარათის ემიტენტის სახელით და იგი არ წარმოადგენს მომხმარებელთან (ნაღდი ფულის მიმღებ პირთან) გაფორმებული ხელშეკრულების მხარეს და იმავდროულად იგი არ ასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სხვა საგადახდო მომსახურებას; ნ) გადახდის ოპერაციაზე, რომელიც ხორციელდება ჩეკით „ჩეკის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სპეციფიკური, შეზღუდული გამოყენების საგადახდო ინსტრუმენტზე, რომელიც მოქმედებს მხოლოდ საქართველოში და აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა) უშუალოდ ინსტრუმენტის გამომშვებსა და მომსახურების მიმწოდებლებს შორის არსებული კომერციული/სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში ინსტრუმენტის მფლობელს საშუალება აქვს, მხოლოდ ამავე მომსახურების მიმწოდებლების შეზღუდულ ქსელში შეიძინოს საქონელი ან/და მომსახურება; ბ) ინსტრუმენტი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქონლის ან/და მომსახურების მკაცრად შეზღუდული სპექტრის შესაძენად; |
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 13 გ) ინსტრუმენტი გაიცემა მეწარმე სუბიექტის ან ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნით, ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს სოციალურ ან საგადასახადო მიზნებს და გამოიყენება განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების შესაძენად იმ მიმწოდებლებისგან, რომელთაც ხელშეკრულება დადებული აქვთ ამ ინსტრუმენტის გამომშვებთან. 4. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ან სხვა პირი, რომელსაც სურს გამოუშვას ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საგადახდო ინსტრუმენტი, ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს თანხმობის მისაღებად წერილობით წარუდგინოს საგადახდო ინსტრუმენტის შესახებ ინფორმაცია და აღწერა, აგრეთვე მითითება იმავე პუნქტის იმ დებულებებზე, რომლებსაც ინსტრუმენტი აკმაყოფილებს და აღნიშნულის დასაბუთება. 5. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მომსახურების განმახორციელებელ პირს მოსთხოვოს ინფორმაცია ამ მომსახურების ფარგლებში შესრულებული გადახდების შესახებ. |
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 13 6. საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში საბროკერო კომპანია, აქტივების მმართველი კომპანია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სესხის გამცემი სუბიექტი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი და საკრედიტო საინფორმაციო ბიურო უფლებამოსილი არიან ამ კანონის შესაბამისად განახორციელონ გადახდის ინიციირების მომსახურება ან/და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურება. 7. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია საგადახდო მომსახურება განახორციელოს აგენტის/აგენტების მეშვეობით. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს აგენტის/აგენტების შესახებ ინფორმაციის მისთვის წარდგენის წესი. 8. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც საგადახდო მომსახურებას აგენტის მეშვეობით ახორციელებს ან/და თავის საქმიანობაში აუთსორსინგულ კომპანიას იყენებს, მესამე პირის წინაშე პასუხისმგებელია აგენტის მიერ განხორციელებული საგადახდო მომსახურებისთვის ან/და აუთსორსინგული კომპანიის ქმედებით გამოწვეული შედეგისთვის. აღნიშნული არ ათავისუფლებს აგენტს ან/და აუთსორსინგულ კომპანიას საგადახდო მომსახურების პროვაიდერის წინაშე წარმოშობილი ვალდებულებებისგან. |
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 13 მუხლი 13-1 მუხლის გათვალისწინებით; გ) ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურებების გაწევისას სესხის გაცემა შემდეგი პირობების დაცვის შემთხვევაში: გ.ა) სესხის გაცემა არ არის ძირითადი საქმიანობა და სესხი მხოლოდ გადახდის ოპერაციის შესასრულებლად გაიცემა; გ.ბ) გადახდის ოპერაციის შესასრულებლად გაცემული სესხის ვადად უნდა განისაზღვროს არაუმეტეს 12 თვე; გ.გ) სესხი არ გაიცემა მომხმარებლის ან/და სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საგადახდო მომსახურების შესრულების მიზნით მასთან არსებული ფულადი სახსრებით; გ.დ) გაცემული სესხების ჯამური ოდენობა არ უნდა აჭარბებდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ნორმებს; დ) თავისი საგადახდო მომსახურების რეკლამის, თავის საგადახდო მომსახურებასთან უშუალოდ დაკავშირებული რეკლამის, ამ პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის (ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის გარდა) შესახებ რეკლამის, აგრეთვე სოციალური რეკლამის განთავსება; ე) ფინანსურ მომსახურებასთან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება/განვითარება, აგრეთვე ამავე პროგრამული უზრუნველყოფის გასხვისება, სარგებლობაში გადაცემა და მხარდაჭერა; ვ) საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით საგადახდო მომსახურების მხარდამჭერი ან/და ფინანსური მომსახურებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სისტემის/სისტემების დანერგვა/განვითარება, აგრეთვე მისი/მათი გასხვისება, სარგებლობაში გადაცემა და მხარდაჭერა; ზ) საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით ქონების (ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქონების გარდა) იჯარით გაცემა; თ) საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებული ელექტრონულ-ტექნიკური მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფისთვის საჭირო შესაბამისი საქმიანობის განხორციელება. 2. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არ აქვს მოსახლეობის ფართო მასებისგან დეპოზიტების ან/და სხვა დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის უფლება, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არა აქვს უფლება, ურთიერთობა დაამყაროს სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ უცხოურ კომპანიებთან მათ სასარგებლოდ რეზიდენტი პირების მიერ გადახდების განხორციელების უზრუნველსაყოფად. 4. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია არ დაუშვას თავის მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტით რეზიდენტი პირების მიერ სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი უცხოური კომპანიის სასარგებლოდ ინტერნეტსივრცეში გადახდის განხორციელება საბარათე სქემის მიერ განსაზღვრული სათამაშო ბიზნესის საქმიანობის მაიდენტიფიცირებელი კოდის საშუალებით. 5. თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის ცნობილი გახდება, რომ მომხმარებელი იყენებს უცხოურ კომპანიას სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი უცხოური კომპანიის სასარგებლოდ რეზიდენტი პირების გადახდების განსახორციელებლად, მან უნდა შეზღუდოს მომხმარებლის მიერ ასეთ კომპანიასთან ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 6. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც ახორციელებს მხოლოდ ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით ან/და „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგადახდო მომსახურებას, უფლებამოსილია განახორციელოს სხვა საქმიანობაც საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1897 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1192 – ვებგვერდი, 28.12.2021წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. |